თავდაპირველად სახელდებოდა მისი საკუთარ რიგებში ხილვის მსურველი სამი გუნდი. თუმცა, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მათგანის, "სტად ფრანსეს" შანსი მიზერულია.
რაც უნდა საკვირველი იყოს, ყველაზე რეალურად მაინც "ტულონის" ვერსია განიხილება. საკვირველი კი იმიტომაა, რომ ორიოდ წლის წინათ გორგოძეს ამ კლუბთან კონფლიქტი ჰქონდა, რომელიც სასამართლოში დიდხანს ირჩეოდა.
მაშინ გორგოძეს "ტულონისთვის" კომპენსაციის გადახდა დაავალდებულეს, რომელიც ბოლოს "მონპელიემ" გადაიხადა.
მიუხედავად ამისა, მას "ტულონთან" კავშირი არ გაუწყვეტია მეგობრის, გია ლაბაძის
მიუხედავად ამისა, უკეთეს პოზიციაში მაინც კატალონიური "პერპინიანი" იმყოფება, რომლის პრეზიდენტი ახლახან ფრანსუა რივიერი გახდა. მას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს და სურს, მომავალი სეზონიდან "პერპინიანი" უმძლავრეს გუნდად აქციოს.
კულუარული ინფორმაციით, მან გორგოძეს სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"