საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში სატურნირო ცხრილის პირველი ოთხი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ. ესენია: "ლიონი", "აჟენი", "ლა როშელი" და "ორიაკი".
გათამაშების ლიდერი ჯერ ისევ ვიქტორ კოლელიშვილისა და გურამ კავთიძის "ლიონია", რომელმაც სტუმრად უმძიმეს მატჩში დაამარცხა ერთ-ერთი კონკურენტი "კოლომიე" - 24:23.
ჩვენებურთა გუნდმა მინიმალური სხვაობით გამარჯვებას მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, ლელოს გატანის შემდეგ მიაღწია, რომელიც კოლელიშვილის აქტიურობას და მის გადაცემას მოჰყვა.
"ვიტო", ისევე, როგორც სხვა მატჩებში, ამჯერადაც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კოლელიშვილმა თავიდან ბოლომდე
"ლიონს" ორი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ტარიელ რატიანიძის "აჟენი", რომელმაც შინ შეძლო გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბის" დამარცხება - 36:22.
ნემსაძემ და ჩხაიძემ სრულად ითამაშეს; ამასთან ერთად, ჩხაიძე მატჩის არბიტრმა მე-60 წუთზე გაასინბინა, მირცხულავა 61-ე წუთზე შეცვალეს, რატიანიძეს არ უთამაშია.
ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" სტუმრად დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ოში" - 21:13 და ახლა 22 ქულით მეოთხე ადგილზეა.
დათუნაშვილმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს.
ლიდერთა შორის მოხვედრის შანსი ხელიდან გაუშვა ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ", რომელმაც შინ წააგო "პოსთან" მინიმალური სხვაობით - 19:20. შერკინების ქართველი ბურჯი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.
კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბიმ" სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა თამაზ მჭედლიშვილის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი" - 23:22.
მჭედლიშვილმა და თოდუამ სრულად ითამაშეს, თეთრაშვილი მოედანზე 48-ე წუთიდან გამოჩნდა.
II დივიზიონი
VII ტური
აჟენი-ტარბი 36:22, ოში-ორიაკი 13:21, ბეზიე-პო 19:20, ბურგუენი-ლა როშელი 16:16, კარკასონი-მონ დე მარსანი 19;13, დაქსი-ნარბონი 18:20, ბურგ ან ბრესი-ალბი 22:23, კოლომიე-ლიონი 23:24.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 27 ქულა, 2. აჟენი - 25, 3. ლა როშელი - 24, 4. ორიაკი - 22, 5. პო - 22, 6. კოლომიე - 19, 7. ბურგუენი - 18, 8. ნარბონი - 17, 9. ბეზიე - 15, 10. ტარბი - 12, 11. მონ დე მარსანი - 12, 12. ბურგ ან ბრესი - 11, 13. კარკასონი - 11, 14. დაქსი - 11, 15. ოში - 10, 16. ალბი - 9.
VIII ტური
ალბი-ბეზიე, ორიაკი-აჟენი, კარკასონი-ნარბონი, ლა როშელი-ბურგ ან ბრესი, მონ დე მარსანი-ბურგუენი, პო-დაქსი, ლიონი-ოში, ტარბი-კოლომიე.
ფედერალ 1 დივიზიონში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ლიდერთა შორის მხოლოდ სამია. ესენია: "მასი", "სენ ნაზერი" და "მაკონი".
A ჯგუფში პირველობას ისევ არავის უთმობს შალვა სუთიაშვილის, არჩილ კობაურის, დავით აშვეთიას, ელიზბარ ყუფარაძისა და დავით დადუნაშვილის "მასი", რომელმაც შინ დაამარცხა პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლი "ნევერი" - 20:12.
სუთიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის არბიტრმა 74-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენა.
აშვეთია 48-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა, დადუნაშვილმა მოედანი 67-ე წუთზე დატოვა, კობაურს არ უთამაშია.
"მასის" ახლა 26 ქულა აქვს და რვა ქულით უსწრებს მეორეადგილოსან ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერს", რომელმაც შინ დაამარცხა "კონიაკი" - 32:6. გუჯარაიძე განაცხადში არ იყო.
ირაკლი ნინიძის "დიჟონმა", რომელიც ბოლოსწინა ადგილზეა, შინ წააგო ბოლო ადგილზე მყოფ რეზო გიგაურისა და თენგიზ გელანტიას "მონლუსონთან" - 20:23. გიგაურმა, რომელმაც სრულად ითამაშა, მე-10 წუთზე ლელო გაიტანა, გელანტია 55-ე წუთზე შეცვალეს, ნინიძემ 15 წუთით ნაკლები ითამაშა.
A ჯგუფი
ლილი-ვანი 25:3, მასი-ნევერი 20:12, სენ ნაზერი-კონიაკი 32:6, დიჟონი-მონლუსონი 20:23, სენ ჟან დანჟელი-ბობინი 23:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 26 ქულა, 2. სენ ნაზერი - 18, 3. ლილი - 18, 4. ნევერი - 17, 5. ვანი - 15, 6. სენ ჟან დანჟელი - 13, 7. კონიაკი - 10, 8. ბობინი - 8, 9. დიჟონი - 6, 10. მონლუსონი - 2.
VII ტური
ნევერი-დიჟონი, ვანი-მასი, კონიაკი-ლილი, ბობინი-სენ ნაზერი, მონლუსონი-სენ ჟან დანჟელი.
B ჯგუფში მეორე ადგილზეა ავთანდილ კოპალიანის "მაკონი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა ზერო პეტრიაშვილისა და მერაბ კვირიკაშვილის "ვიენი" - 25:13. კოპალიანი 59-ე წუთზე შეცვალეს, კვირიკაშვილი მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა, პეტრიაშვილს არ უთამაშია.
"მაკონს" ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა საბა ქართველიშვილის "შამბერი", რომელმაც შინ მოუგო გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონს" - 29:3. ქართველიშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო და 17 წუთში ლელო გაიტანა, ჯაშიტაშვილი განაცხადში არ იყო.
B ჯგუფი
ექსი-ობენა 42:18, რომანი-ლა სეინი 27:23, ვიენი-მაკონი 13:25, ანესი-ლა ვულე 14:19, შამბერი-შალონი 29:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. ექსი - 21 ქულა, 2. მაკონი - 20, 3. შამბერი - 18, 4. ობენა - 16, 5. რომანი - 15, 6. ლა ვულე - 14, 7. ლა სეინი - 12, 8. ვიენი - 10, 9. შალონი - 9, 10. ანესი - 7.
VII ტური
მაკონი-რომანი, ლა სეინი-ექსი, ობენა-შამბერი, ლა ვულე-ვიენი, შალონი-ანესი.
სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ წააგო თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძის, გიორგი გაბელიასა და ირაკლი ნატრიაშვილის "პერიგომ", რომელიც C ჯგუფში ასპარეზობს.
ჩვენებურთა გუნდი სტუმრად დამარცხდა უშუალო კონკურენტ "ლიმოჟთან" - 19:22. ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა, სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.
C ჯგუფი
ლიმოჟი-პერიგო 22:19, მონტობანი-ლავორი 41:10, ლორმონი-ენდაი 30:23, როდეზი-ტულე 26:20, სენ ჟან დე ლუზი-ლანჟონი 24:20.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 28 ქულა, 2. ლანჟონი - 21, 3. სენ ჟან დე ლუზი - 21, 4. პერიგო - 15, 5. ლიმოჟი - 15, 6. ლორმონი - 14, 7. ლავორი - 11, 8. როდეზი - 10, 9. ტულე - 5, 10. ენდაი - 2.
VII ტური
პერიგო-სენ ჟან დე ლუზი, ტულე-მონტობანი, ლანჟონი-როდეზი, ლავორი-ლორმონი, ენდაი-ლიმოჟი.
D ჯგუფში სიმონ მაისურაძის, ლადო გუნიავას, ბექა ურჯუკაშვილის, ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბაგნერემ" სტუმრად წააგო "აგეტმოსთან" - 13:20, თუმცა 13 ქულით მე-5 ადგილზეა და კვლავ ინარჩუნებს შანსს, პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლოს.
მალაღურაძემ სრულად ითამაშა და გუნდს რვა ქულა მოუტანა (ორი საჯარიმო და ერთი გარდასახვა), ურჯუკაშვილი 62-ე წუთზე გაასინბინეს და ათწუთიანი გაძევებიდან დაბრუნებული უმალვე შეცვალეს, მჭედლიშვილმა მოედანი 46-ე წუთზე დატოვა, გუნიავამ 26 წუთით მეტი ითამაშა, მაისურაძე განაცხადში არ იყო.
D ჯგუფი
ლურდი-ოლორონი 23:17, ლანამეზანი-ვალანსი 6:12, მოლეონი-კასტანე 9:32, აგეტმო-ბაგნერე 20:13, ბლანიაკი-ტიროსი 6:18.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 25 ქულა, 2. ოლორონი - 21, 3. ლანამეზანი - 16, 4. ბლანიაკი - 15, 5. ბაგნერე - 13, 6. კასტანე - 13, 7. აგეტმო - 13, 8. ვალანსი - 10, 9. მოლეონი - 9, 10. ლურდი - 8.
VII ტური
ოლორონი-აგეტმო, კასტანე-ლანამეზანი, ვალანსი-ლურდი, ბაგნერე-ბლანიაკი, ტიროსი-მოლეონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"