სატურნირო ცხრილს სათავეში ისევ "ქართული გუნდი" "პო" უდგას. პირველ ექვსეულში კი ჩვენებურთა ერთბაშად ხუთი გუნდია.
გიორგი ნაცარაშვილის "პომ" შინ მიიღო "კოლომიე" და დიდი ანგარიშით, 45:10 დაამარცხა. თამაში საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მატჩის არბიტრმა მოთამაშეებს სამი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა. 45-ე წუთზე სინბინში წასვლა მოუწია ნაცარაშვილსაც, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა.
"პოს" 11 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ბასკური "ბიარიცი", რომელმაც სტუმრად მოუგო შალვა სუთიაშვილის,
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანმა" შინ მოუგო გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის "ტარბს" - 23:19. ნემსაძემ სრულად ითამაშა და 45-ე წუთზე გაასინბინეს, მირცხულავა 58-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიშვილი და ბასილაია მოედანზე ერთდროულად, 69-ე წუთიდან გამოჩნდნენ, კობერიძეს არ უთამაშია. კატალონიურ გუნდს ახლა 50 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.
"პერპინიანს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დაამარცხა "ნარბონი" - 33:11.
შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.
"ორიაკს" ერთი ქულით ჩამორჩება გიორგი თეთრაშვილისა და თამაზ მჭედლიძის "აჟენი", რომელმაც საკუთარ მოედანზე ლაშა ლომიძის "ბეზიეს" სძლია - 30:13. ლომიძე 62-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიძე მოედანზე ერთი წუთის შემდეგ გამოჩნდა, თეთრაშვილს არ უთამაშია.
ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბიმ" შინ დაამარცხა "მონტობანი" - 21:9.
შეყლაშვილმა 46-ე წუთზე ლელო გაიტანა და ექვს წუთში შეცვალეს, მაისურაძემ სრულად ითამაშა.
II დივიზიონი
XVIII ტური
ორიაკი-ნარბონი 33:11, დაქსი-კარკასონი 6:15, პო-კოლომიე 45:10, აჟენი-ბეზიე 30:13, ალბი-მონტობანი 21:9, ბურგუენი-მონ დე მარსანი 21:16, მასი-ბიარიცი 10:18, პერპინიანი-ტარბი 23:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 63 ქულა, 2. ბიარიცი - 52, 3. პერპინიანი - 50, 4. ორიაკი - 49, 5. აჟენი - 48, 6. ალბი - 48, 7. მონტობანი - 43, 8. მონ დე მარსანი - 41. 9. ბეზიე - 40, 10. კოლომიე - 39, 11. კარკასონი - 37, 12. ტარბი - 36, 13. მასი - 30, 14. ბურგუენი - 25, 15. ნარბონი - 25, 16. დაქსი - 23.
XIX ტური
აჟენი-ორიაკი, ბეზიე-ალბი, ბიარიცი-პო, კოლომიე-დაქსი, მონ დე მარსანი-პერპინიანი, მონტობანი-ბურგუენი, ნარბონი-მასი, ტარბი-კარკასონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"