შეგახსენებთ, რომ მამუკა გორგოძემ უკვე გააფორმა სამწლიანი ხელშეკრულება ფრანგული რაგბის ერთ-ერთ გრანდ "ტულონთან".
ვასილ კაკოვინმა და დავით ზირაქაშვილმა კი თავიანთ გუნდებთან (შესაბამისად, "ტულუზთან" და "კლერმონთან") ასევე სამი წლით გაახანგრძლივეს კონტრაქტი.
ზირაქაშვილი ტრავმირებული იყო და ბოლო ხანს არ თამაშობდა. ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გაზეთის, "მიდი ოლიმპიკის" ცნობით, მან დაშავებული ფეხი უკვე მოირჩინა და მალე "ვულკანების" შემადგენლობაში გამოჩნდება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, "ტულონი" დატოვოს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"