ლევან ჩილაჩავათი ინგლისის კლუბები არიან დაინტერესებულნი

AutoSharing Option
სატრანსფერო სეზონის დაწყებამდე, ცხადია, ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა ფრანგული კლუბები უკვე შეუდგნენ მათთვის სასურველი მოთამაშეების მომავალი სეზონისთვის დაბევებას.

შეგახსენებთ, რომ მამუკა გორგოძემ უკვე გააფორმა სამწლიანი ხელშეკრულება ფრანგული რაგბის ერთ-ერთ გრანდ "ტულონთან".

ვასილ კაკოვინმა და დავით ზირაქაშვილმა კი თავიანთ გუნდებთან (შესაბამისად, "ტულუზთან" და "კლერმონთან") ასევე სამი წლით გაახანგრძლივეს კონტრაქტი.

ზირაქაშვილი ტრავმირებული იყო და ბოლო ხანს არ თამაშობდა. ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გაზეთის, "მიდი ოლიმპიკის" ცნობით, მან დაშავებული ფეხი უკვე მოირჩინა და მალე "ვულკანების" შემადგენლობაში გამოჩნდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, "ტულონი" დატოვოს
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ. მას მზერა ინგლისურმა კლუბებმა: "გლოსტერმა" და "ვორსტერმა" მიაპყრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული