თუმცა გუნდები უკვე აქედანვე იბევებენ იმ მოთამაშეებს, რომლებსაც სამომავლოდ ნდობას უცხადებენ.
რამდენიმე ქართველმა მორაგბემ უკვე გააფორმა ახალი ხელშეკრულება - ზოგმა ახალ კლუბთან, ზოგმა კი იმავე კლუბთან, სადაც თამაშობს.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის შერკინების ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ "ტულონთან" სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.
იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი თავის რიგებში ხილვა ინგლისურ გუნდებს, "გლოსტერსა" და "ვორსტერს" სურდათ. ჩილაჩავამ ისევ "ტულონში" თამაში არჩია, რომელშიც უკვე ოთხი წელიწადია ირიცხება.
აღსანიშნავია, რომ
შერკინების კიდევ ერთი ბურჯი ლექსო ყაულაშვილი ელიტური, მეორე დივიზიონის "ლა როშელში" წლეულს ჩაირიცხა.
როგორც ჩანს, 21 წლის ქართველმა კლუბის ხელმძღვანელებს თავი მოაწონა და კონტრაქტი მას 2016 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივეს.
კლუბები გამოიცვალეს რუმინეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა. გიორგი ხოსიტაშვილის ბოლნისის "ყოჩებში" დაბრუნების შესახებ უკვე ვწერდით.
რუმინეთი დატოვა და "არმიას" დაუბრუნდა მგეზავი მამუკა ნინიძე. უცნაურია, მაგრამ ქვეეყნის ჩემპიონის, "ტიმიშოარას" რიგები დატოვეს ბიძინა სამხარაძემ და ოთარ ტურაშვილმა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი ცხრა ნომერი "ბაია მარეში" გადაბარგდა, ტურაშვილმა კი ისევ კონსტანცას "ფარულს" მიაშურა - კლუბს, სადაც მისი რუმინული ეპოპეა დაიწყო და ამ ქვეყნის ნაკრებში მიწვევით დასრულდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებები ლევან !!!