ქართული ლეგიონი: ფედერალ 1 დივიზიონის ნაკლული ტური

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მე-10 ტურის მატჩები მხოლოდ ორ - A და B ჯგუფებში გაიმართა. აქედან ერთში ლიდერი ქართველ მორაგბეთა გუნდია.

როგორც ჩანს, A ჯგუფში ლიდერობას ვერავინ წაართმევს "ნევერს", რომელმაც სტუმრად შეძლო გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილის" დამარცხება - 21:15. შედეგად, ნევერელები ახლა მეორეადგილოსან "ლიმოჟს" 13 ქულით უსწრებენ. ჩხაიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, სორდიას არ უთამაშია.

ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის "ლიმოჟმა" სტუმრად წააგო გიორგი ოზგებაშვილისა და თედო ზიბზიბაძის "პერიგოსთან" - 17:21.

ზიბზიბაძე ტრავმირებულია, გუჯარაიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა.

რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის "მონლუსონს", ლიმოჟელთა მსგავსად, 31 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზეა. ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა ირაკლი ნინიძის "ლორმონი" - 19:13. კვირიკაშვილმა ორი გარდასახვა გაიტანა (ოთხი ქულა), გიგაური ძირითად შემადგენლობაში გაისარჯა.

პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის გიორგი მენაბდიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულე", რომელმაც შინ მოულოდნელად წააგო გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის "ბერჟერაკთან" - 20:23. ავთანდილ კოპალიანის "ბობინიმ" სტუმრად წააგო "ლიბურნთან" - 6:25.

A ჯგუფი
ლილი-ნევერი 15:21, პერიგო-ლიმოჟი 21:17, მონლუსონი-ლორმონი 19:13, ტულე-ბერჟერაკი 20:23, ლიბურნი-ბობინი 25:6

სატურნირო მდგომარეობა
1. ნევერი - 44 ქულა, 2. ლიმოჟი - 31, 3. მონლუსონი - 31, 4. ლილი - 28, 5. ტულე - 22, 6. პერიგო - 21, 7. ბერჟერაკი - 21, 8. ლიბურნი - 15, 9. ლორმონი - 12, 10. ბობინი - 10.

XI ტური
ბობინი-პერიგო, ნევერი-ტულე, ლიბურნი-ლომონი, ბერჟერაკი-მონლუსონი, ლიმოჟი-ლილი.

B ჯგუფს გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი" ლიდერობს, რომელმაც შინ დაამარცხა თემურ გელანტიას "ტრიკასტინი" - 39:23. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ბურგელებს ერთი ქულით ჩამორჩება გურამ კავთიძის "მაკონი", რომელმაც სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ "ობენასთან" - 10:37.

B ჯგუფი
ლა ვულე-შამბერი 23:7, ობენა-მაკონი 37:10, ლა სეინი-კარკერანი (გადაიდო), ბურგ ან ბრესი-ტრიკასტინი 39:23, შალონი-რომანი 36:28.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 34 ქულა, 2. მაკონი - 33, 3. ობენა - 32, 4. შალონი - 30, 5. შამბერი - 28, 6. რომანი - 28, 7. ლა ვულე - 15, 8. ლა სეინი - 14, 9. კარკერანი - 11, 10. ტრიკასტინი - 2.

XI ტური
რომანი-ბურგ ან ბრესი, მაკონი-ლა ვულე, კარკერანი-ობენა, შალონი-შამბერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული