ორიოდ კვირის წინ ტურის სიმბოლურ ნაკრებში "სტად ფრანსეს" შერკინების ბურჯი ზურაბ ჟვანია მოხვდა. ამჯერად კი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი მოხვდა. მისმა "მონპელიემ" შინ შეძლო საფრანგეთისა და ევროპის ჩემპიონის, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონოს" დამარცხება - 16:12.
აი, რას წერს ჩვენს მორაგბეზე ყოველდღიური სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი", რომლის ვერსიითაც ეს სიმბოლური ნაკრები დასახელდა:
"მიხეილ
აღსანიშნავია, რომ ნარიაშვილი, ისევე, როგორც ჟვანია, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე თამაშობს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ისინი კონკურენტები არიან.
ტურის სიმბოლური ნაკრები
15. გაეტან ჟერმანი (ბრივი), 14. მასოე რატუვოე, 13. რემი ლამერა (კასტრი), 12. ორელიან რუჟერი (კლერმონი), 11. რემი გროსო (კასტრი), 10. სტივენ ბრეტი (ლიონი), 9. კარლ მაკლოიდი (გრენობლი). 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. დიმიტრი სჟარჟევსკი (მეტრო რასინგი), 3. ნიკოლა მასი (მონპელიე), 4. იუანდერ კრუხერი (მეტრო რასინგი), 5. სებასტიან ვაჰამაჰინა (კლერმონი), 6. ანდრი ვანდერგლასი (გრენობლი), 7. ბენ მოვენი (მონპელიე), 8. რორი გრაისი (გრენობლი).
* * *
კიდევ ერთი აღიარება ხვდა წილად საქართველოს ნაკრების მესამეხაზელს, მამუკა გორგოძეს, რომელიც იმის გარდა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში საუკეთესო მბოჭავი გახდა, ვებგვერდმა intheloose.com-მა ფლანკერებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შეიყვანა.გორგოძის გარდა, მოწინავეთა შორის მოხვდნენ: პაბლო მატერა, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე (ორივე - არგენტინა), ჟუან სმიტი, მარსელ კუცია, ვილემ ალბერტსი (სამივე - სამხრეთი აფრიკა), დენ ლიდიატი (უელსი), პიტერ ომაჰონი (ირლანდია), ლიამ მესამი, ჟერომ კაინო (ორივე - ახალი ზელანდია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"