დავით ბოლღაშვილი "ლილის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
35 წლის ქართველი მორაგბე დავით ბოლღაშვილი საფრანგეთის ქალაქ ლილის სარაგბო გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ის პირველი ქართველია, რომელმაც უცხოეთში სამწვრთნელო კარიერაში ასეთ წარმატებას მიაღწია რაგბში.

"ლილი" საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში გამოდის და მის ღირსებას გიორგი ჩხაიძე და გიო სორდია იცავენ.

დავით ბოლღაშვილმა რაგბის თამაში 12 წლის ასაკში ქართულ კლუბ "უნივერსიტეტში" დაიწყო, შემდეგ 2000 წლიდან კარიერა ფრანგულ კლუბებში, "ლილსა" და "მაზამეში" განაგრძო; 1998 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრი გახდა, რომლის შემადგენლობაშიც 33 მატჩი ჩაატარა. მისი მონაწილეობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა
თასი პირველად მოიგო და 2003 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა ავსტრალიაში.

მესამეხაზელი დავით ბოლღაშვილი 3-ჯერ ექვსი ერის ჩემპიონი და 2-ჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობაში.

ლილის გუნდში ათწლიანი თამაშის შემდეგ, დავით ბოლღაშვილი, რომელმაც 2011 წელს პარიზის მარკუსის სარაგბო აკადემიის პროფესიული მწვრთნელის დიპლომი მიიღო, კლუბის ხელმძღვანელობამ მეორე გუნდის მწვრთნელად დანიშნა;

წელს, სეზონის დასაწისში მას პირველი გუნდის დამხმარე მწვრთნელის ადგილიც შეუთავსეს, ხოლო მიმდინარე კვირაში ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად დააწინაურეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ფეხბურთის გუნდის მეგონა.
kola
17:00 17-01-2015
0
სულ მაღლა-მაღლა,ზევით და ზევით...6 ერისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა ერთად!
დავით ცხამელი
09:24 21-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული