ქართული ლეგიონი: მამუკა გორგოძის პირველი ლელო ჩემპიონთა თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროთასების გათამაშებაში ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა.

მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება რამდენიმე გუნდმა თითქმის გაინაღდა, თუმცა არსებობს თეორიული შანსი, ისინი პლეი ოფს მიღმა დარჩნენ. ჯგუფურ ეტაპს, სავარაუდოდ, ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდი დაძლევს. ესენია: "ტულონი", "ტულუზი", "კლერმონი" და "მეტრო რასინგი".

საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა A ჯგუფში, სადაც წარმატებით ასპარეზობს დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი".

"ვულკანებმა" ბოლოსწინა ტურში სტუმრად დაამარცხეს შალვა მამუკაშვილის "სეილ შარქსი" - 22:13. ამ შეხვედრაში ზირაქაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.

კოლელიშვილი ტრავმირებულია, მამუკაშვილი
განაცხადში არ იყო.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "სარასენზმა" შინ მოუგო ირლანდიურ "მანსტერს" - 33:10. ბოლო ტურში "კლერმონი" შინ მიიღებს "სარასენზს", რომელიც ჯგუფის ლიდერია.

C ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს ევროპის შარშანდელი ჩემპიონი - მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც შინ თავისთვის რეკორდული ანგარიშით დაამარცხა ირლანდიური "ალსტერი" - 60:22.

გორგოძე თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და ერთ წუთში მეტოქეს ლელო გაუტანა. ეს მისი პირველი ლელო იყო წლევანდელ ჩემპიონთა თასზე და საერთოდ, "ტულონის" შემადგენლობაში. ამის გარდა, გორგოძემ ერთი სალელოვე გადაცემაც მიითვალა და ყველა იერიშში აქტიურად მონაწილეობდა. მიქაუტაძე მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა, ჩილაჩავა განაცხადში არ იყო.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ლესტერ ტაიგერზმა" შინ დაამარცხა უელსური "ჰლანეჰლი" - 40:23.

მარცხის მიუხედავად, D ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს ვასილ კაკოვინის "ტულუზი". ფრანგული რაგბის გრანდმა შინ მოულოდნელად წააგო ინგლისურ "ბასთან" - 18:35. ამ გამარჯვებით სტუმართა გუნდი პლეი ოფის საგზურს დაუახლოვდა.

ბოლო ტურში "ტულუზი" სტუმრად ეთამაშება მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს", რომელმაც ხუთიდან ხუთივე მატჩი წააგო. ბოლოსწინა ტურში ჩვენებურის ამ გუნდმა სტუმრად დათმო შეხვედრა "გლაზგოსთან" - 10:21. ნარიაშვილს არ უთამაშია.

ჩემპიონთა თასი
A ჯგუფი
სარასენზი-მანსტერი 33:10, სეილ შარქსი-კლერმონი 13:22

სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 18 ქულა, 2. კლერმონი - 17, 3. მანსტერი - 10, 4. სეილ შარქსი - 2.

VI ტური
მანსტერი-სეილ შარქსი, კლერმონი-სარასენზი

B ჯგუფი
ლენსტერი-კასტრი 50:8, ჰარლიქვინზი-ვოსფსი 3:23

სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 18 ქულა, 2. ვოსფსი - 16, 3. ჰარლიქვინზი - 13, 4. კასტრი - 1.

VI ტური
კასტრი-ჰარლიქვინზი, ვოსფსი-ლენსტერი

C ჯგუფი
ლესტერ ტაიგერზი-ჰლანეჰლი 40:23, ტულონი-ალსტერი 60:22

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 18 ქულა, 2. ლესტერი - 13, 3. ჰლანეჰლი - 8, 4. ალსტერი - 7.

VI ტური
ჰლანეჰლი-ტულონი, ალსტერი-ლესტერი

D ჯგუფი
გლაზგო-მონპელიე 21:10, ტულუზი-ბასი 18:35

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 16 ქულა, 2. ბასი - 15, 3. გლაზგო - 14, 4. მონპელიე.

VI ტური
ბასი-გლაზგო, მონპელიე-ტულუზი

* * *
ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა გუნდები შედარებით უარესად ასპარეზობენ. აქ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ ორ გუნდს აქვს. ესენია: "სტად ფრანსე" და "ბორდო".

B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს, თუმცა ორივე უშანსოდაა დარჩენილი. ბოლოსწინა ტურში ერთმანეთს სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ. გიორგი ჟღენტის "ბაიონმა" შინ მოუგო ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელს" - 14:0. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

C ჯგუფში ბოლოსწინა ტურში გამარჯვებით პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ". პარიზელებმა შინ დაამარცხეს "ბუქარესტი" - 47:12. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და შერკინების კვაჭის პოზიციაზე 64-ე წუთამდე ითამაშა, ქუბრიაშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.

ამავე ჯგუფში უელსურმა "ნიუპორტმა" სტუმრად დაამარცხა ინგლისის "ნიუკასლი" - 40:29.

D ჯგუფში ბოლო ტურის წინ მეორე ადგილზეა ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო", რომელმაც შინ მოუგო "ლონდონ ველშს" - 26:3. ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო.

ამავე ჯგუფში "ლიონმა" შინ დაამარცხა შოტლანდიური "ედინბურგი" - 21:19.

E ჯგუფში ხუთი თამაშიდან ხუთივე წააგო გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილისა და ანტონ ფეიქრიშვილის "ბრივმა". ამჯერად ჩვენებურთა გუნდი სტუმრად დამარცხდა იტალიურ "ზებრესთან" - 13:23. ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. იმავდროულად თამაშში ჩაერთო ფეიქრიშვილი, რომელიც 43-ე წუთზე გაასინბინეს, შველიძეს არ უთამაშია.

ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
კარდიფი-როვიგო 104:12, ლონდონ აირიში-გრენობლი 43:41

სატურნირო მდგომარეობა
1. კარდიფი - 19 ქულა, 2. ლონდონ აირიში - 18, 3. გრენობლი - 11, 4. როვიგო - 1.

VI ტური
გრენობლი-კარდიფი, როვიგო-ლონდონ აირიში

B ჯგუფი
ბაიონი-ლა როშელი 14:0, ქონოთი-ექსეტერი 24:33

სატურნირო მდგომარეობა
1. ექსეტერი - 20 ქულა, 2. ქონოთი - 14, 3. ბაიონი - 9, 4. ლა როშელი - 4.

VI ტური
ექსეტერი-ბაიონი, ლა როშელი-ქონოთი

C ჯგუფი
სტად ფრანსე-ბუქარესტი 47:12, ნიუკასლი-ნიუპორტი 29:40

სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუპორტი - 26 ქულა, 2. ნიუკასლი - 16, 3. სტად ფრანსე - 15, 4. ბუქარესტი - 1.

VI ტური
ბუქარესტი-ნიუკასლი, ნიუპორტი-სტად ფრანსე

D ჯგუფი
ბორდო-ლონდონ აირიში 26:3, ლიონი-ედინბურგი 21:19

სატურნირო მდგომარეობა
1. ედინბურგი - 17 ქულა, 2. ბორდო - 16, 3. ლიონი - 13, 4. ლონდონ ველში - 0.

VI ტური
ედინბურგი-ბორდო, ლონდონ ველში-ლიონი

E ჯგუფი
გლოსტერი-ოიონაქსი 33:3, ზებრე-ბრივი 23:13

სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 24 ქულა, 2. ოიონაქსი - 12, 3. ზებრე - 8, 4. ბრივი - 2.

VI ტური
ბრივი-გლოსტერი, ოიონაქსი-ზებრე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული