კლდესავით მაგარი! დავით ზირაქაშვილი ჩემპიონთა თასის სიმბოლურში მეორედ მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ დაასახელეს.

საშინაო არენაზე "ვულკანებმა" ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "სარასენზი" 18:6 დაამარცხეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მასპინძელთა შორის, ისევე, როგორც ერთი კვირის წინათ, ერთ-ერთი გამორჩეული დავით ზირაქაშვილი იყო.

აი, რას წერს მასზე planetrugby:

"მაშინ, როცა ტომას დომინგომ რამდენჯერმე ჩაიმუხლა, მისი თანაგუნდელი დავით ზირაქაშვილი კლდესავით მყარად იდგა შერკინებაში.

ქართველი შერკინების ბურჯი შესანიშნავი იყო დაცვაში თამაშის დროსაც. სარასენზელებს ერთხელაც არ მისცემიათ მასპინძლების ხაზის
გაჭრის შანსი".

აღსანიშნავია, სიმბოლურ ნაკრებში ზირაქაშვილის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ლელოს ავტორი, ფულბეკი ნიკ აბენდანონი მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას მორიგი ლელო "ჩელენჯ კაპზე"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი კაცი ხარ დავით და ეს ფრანცუებმაც იციან!!!
დავით ცხამელი
27 იანვარი 2015 23:16
0
სასიხარულოა ასეთი დაფასება. წარმატებები დავით!
zura1504
27 იანვარი 2015 13:53
0
საღოლ დავით, ვამაყობთ შენით მთელი რუსთავი და საქართველო
dimitri
27 იანვარი 2015 10:33
0

სიახლეები პოპულარული