რაგბი. ლეგიონი: ქართველების ოთხი ლელო საფრანგეთში [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. პირველ დივიზიონში პლეი ოფში გასვლის შანსს ერთბაშად ცხრა გუნდი ინარჩუნებს. არანაკლებ დაძაბული მდგომარეობაა მეორე დივიზიონში. აქ კანდიდატი 11 გუნდია.

პირველ დივიზიონში პლეი ოფში გასვლის ყველაზე რეალური შანსი ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ოთხს აქვს. ლიდერმა, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", შინ ქართველების გარეშე მოუგო დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონს" - 46:27. "ვულკანები" წლეულს მართლაც ყველაზე სტაბილურად ასპარეზობენ.
დასტურად ჩემპიონთა თასზე პლეი ოფში გასვლაც გამოდგება.

"კლერმონს" კვალში უდგანან "ქართული კლუბები": "ლა როშელი" და "მონპელიე". ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა" ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსეს" ძლევით (37:18) "კლერმონივით" 58 ქულა დააგროვა და ჯერ კიდევ აქვს ამბიცია, რეგულარული გათამაშება მოიგოს.

ნელ-ნელა ძალას იკრებს მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონი". ჩვენებურების ვარსკვლავური გუნდი ჩემპიონატის ფინიშის სწორზე მაქსიმალურად მობილიზებას აპირებს და არავის გაგიკვირდეთ, ჩემპიონობასაც თუ გამოჰკრეს ხელი. ტულონელები ამჟამად 46 ქულით მე-5 ადგილზე არიან.

პირველ დივიზიონში მორიგი ქართული ლელო გავიდა. კარლენ ასეიშვილმა, რომელიც "ბრივის" შერკინების ბურჯია, სტუმრად ქვეყნის ჩემპიონ "მეტრო რასინგთან" მატჩში 42-ე წუთზე ლელო გაიტანა. ბრიველებმა შეხვედრა 25:33 დათმეს. ეს ასეიშვილის მეორე ლელოა მიმდინარე სეზონში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როგორც უკვე ვთქვით, მეორე დივიზიონში ვითარება კიდევ უფრო დაძაბულია. აქ ოდნავ დათმო პოზიციები თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენმა". ჩვენებურთა ამ გუნდმა ზედიზედ ორი მარცხი იწვნია. მე-18 ტურში აჟენელებმა სტუმრად წააგეს "პერპინიანთან" - 20:37. მჭედლიძემ მატჩის 51-ე წუთზე ეფექტური ლელო გაიტანა. ხელდახელ გათამაშებული კომბინაციის შედეგად, რომელიც სწორედ მჭედლიძემ წამოიწყო, ქართველი მორაგბე მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში ორი მოწინააღმდეგის წინაშე აღმოჩნდა, ორივე ხელით მოიშორა და ბურთი ლელოში დაამიწა. ეს მჭედლიძის მეექვსე ლელოა წლევანდელ გათამაშებაში.

ორი ლელო გაიტანა "ალბის" ქართველმა პირველხაზელმა ბექა შეყლაშვილმა. ალბელებმა, რომლებიც დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, შინ დაამარცხეს ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი" - 52:7. შეყლაშვილმა თავი მე-6 და 33-ე წუთებზე გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ჯერჯერობით სწორედ ეს ორი ლელოა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე დივიზიონში სატურნირო ცხრილს გიორგი ვეფხვაძისა და ირაკლი მირცხულავას "ოიონაქსი" ლიდერობს. შეგახსენებთ, რომ პირველი დივიზიონის საგზურს რეგულარულ გათამაშებაში გამარჯვებული ავტომატურად იღებს.

TOP 14. XVIII ტური
ლა როშელი-სტად ფრანსე 37:18
კლერმონი-ბაიონი 46:27
პო-გრენობლი 39:22
რასინგი-ბრივი 33:25
ტულონი-ლიონი 31:17
ბორდო-კასტრი 17:29
მონპელიე-ტულუზი 27:18

ქართული ლეგიონი
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) შეცვლაზე (58 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (58 წთ)
ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი) ნაკრებში
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (74 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) შეცვლაზე (67 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (66 წთ)
შალვა მამუკაშვილი (მონპელიე) განაცხადში არ იყო
გაგი ბაზაძე (მონპელიე) განაცხადში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) შეცვლაზე (54 წთ)
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) შეცვლაზე (47 წთ)
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (63 წთ)
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) ნაკრებში
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცვლაზე (26 წთ) ლ
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხადში არ იყო

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 18 11 3 4 +165 58(8)
2. ლა როშელი 18 11 3 4 +145 58(8)
3. მონპელიე 18 11 0 7 +65 50(6)
4. კასტრი 18 10 1 7 +103 47(5)
5. ტულონი 18 9 1 8 +59 46(8)
6. პო 18 10 0 8 +11 46(6)
7. რასინგი 18 10 1 7 +48 45(3)
8. ტულუზი 18 9 0 9 +6 42(6)
9. ბორდო 18 8 1 9 +9 39(5)
10. ბრივი 18 8 1 9 -56 36(2)
11. სტ.ფრანსე 18 7 1 10 -53 34(4)
12. ლიონი 18 6 2 10 -73 33(5)
13. გრენობლი 18 4 0 14 -162 23(7)
14. ბაიონი 18 4 2 12 -255 20(0)

PRO D2. XXI ტური
მონტობანი-ორიაკი 28:8
ალბი-დაქსი 52:7
ანგულემი-ბურგუენი 37:22
ბეზიე-კარკასონი 26:17
ნარბონი-ბიარიცი 24:22
ვანი-ოიონაქსი 19:16
მონ დე მარსანი-კოლომიე 28:18
პერპინიანი-აჟენი 37:20

ქართული ლეგიონი
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) შეცვლაზე (40 წთ)
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) შეცვლაზე (65 წთ)
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში
ლაშა თავბერიძე (ანგულემი) განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) ნაკრებში
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ნაკრებში
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) შეცვლაზე (56 წთ)
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში (49 წთ) 2ლ
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) განაცხადში არ იყო
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) ნაკრებში
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) შეცვლაზე (45 წთ) ს
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) ნაკრებში
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში (60 წთ) ლ
ვახტან მაისურაძე (ვანი) განაცხადში არ იყო
არჩილ ბეჟიაშვილი (ვანი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) განაცხადში არ იყო

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ოიონაქსი 21 12 0 9 +121 59(11)
2. მონტობანი 21 13 0 8 +136 58(6)
3. კოლომიე 21 13 0 8 +123 57(5)
4. აჟენი 21 12 1 8 +85 57(7)
5. მარსანი 21 12 0 9 +49 57(9)
6. ბიარიცი 21 12 0 9 +53 54(6)
7. პერპინიანი 21 10 1 10 +43 50(8)
8. კარკასონი 21 11 1 9 +20 50(4)
9. ორიაკი 21 11 0 10 -42 50(6)
10. ანგულემი 21 11 1 9 -13 49(3)
11. ნარბონი 21 11 1 9 -103 47(1)
12. ბეზიე 21 9 0 12 +38 45(9)
11. დაქსი 21 9 0 12 -119 42(6)
14. ვანი 21 7 2 12 -91 38(6)
15. ალბი 21 7 2 12 -91 36(4)
16. ბურგუენი 21 3 1 17 -210 11(5)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
esyvelaperi zalian sasiamovnoa,magram klermonti,tuloni da monpelies shemtxvevashi getanxmebit imdeni qartvelebi tamashoben da LAROSHELI saidangaxda?ertkaulashvilia da isic xanaa da xanara
euhhh
15:26 21-02-2017
0
"ნელ-ნელა ძალას იკრებს მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონი"" - ჩილაჩავა ალბათ მონპელიეში გადავიდა :D
გიორგი
14:19 21-02-2017
0

სიახლეები პოპულარული