გიორგი ჟღენტი სეზონს "ბრივში" დაასრულებს

AutoSharing Option
ქართველი შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი საფრანგეთში მოთამაშე ჩვენი მორაგბეებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

ამასთან ერთად, ის გუნდებს ძალზე ხშირად იცვლის და ჩვენებურთა შორის ერთგვარი რეკორდსმენიცაა.

ყველაზე დიდხანს ჟღენტმა "მონპელიეში" მამუკა გორგოძესთან და მიხეილ ნარიაშვილთან ერთად ითამაშა. აქ მან 2010 წლიდან 2013 წლამდე დაჰყო.

მისი პირველი კლუბია ბასკური "ბიარიცი", რომელიც იმ პერიოდში (2007-08 წლები) ფრანგული რაგბის ლიდერი და ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო. ბასკეთიდან ჟღენტი "ორიაკში" გადაბარგდა, მერე იყო "ოიონაქსი"; "მონპელიეზე" უკვე ვთქვით, მას "პერპინიანი" მოჰყვა.

კატალონიიდან გიორგიმ ისევ ბასკეთს მიაშურა და
წლევანდელი სეზონის წინ "ბაიონთან" გააფორმა ხელშეკრულება.

როგორც ჩანს, ახალ გუნდს ჟღენტი ვერ შეეწყო, ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კონტრაქტი შუა სეზონში გაწყვიტა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქართველი პირველხაზელი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე "ბრივში" იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში უკვე ირიცხებიან: კარლენ ასეიშვილი, გოდერძი შველიძე და ანტონ ფეიქრიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული