ვასილ ლობჟანიძემ "ბრივთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანთა" 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ საკუთარ კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა და "ბრივში" 2022 წლამდე დარჩება.

"არმაზის" აღზრდილმა ნიჭიერმა მოთამაშემ ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყურადღება ადრეულ ასაკში მიიქცია და "ბორჯღალოსნების" კვართი პირველად 2015 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიის წინააღმდეგ მოირგო. იმავე წელს მან ინგლისის მსოფლიო თასზე ითამაშა და მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. მას შემდეგ 22 წლის ლობჟანიძემ 39 კეპი მოიხვეჭა და 6 ლელო გაიტანა.

2016 წელს ვასილ ლობჟანიძე ტოპ 14-ის "ბრივში" გადავიდა და პირველი გუნდის შემადგენლობაში იმავე წელს,
სექტემბერში "გრენობლის" წინააღმდეგ ითამაშა. ორი სეზონის განმავლობაში ვასკამ ტოპ 14-ის 11 და "ჩელენჯ ქაფის" ასევე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავისი პირველი ფრანგული ლელო კი 2017 წლის 2 სექტემბერს "ლიონს" დაუდო.

მიმდინარე სეზონი "ბრივმა" პრო დე2-ში დაიწყო, 14 თამაშიდან 8 მოიგო, 38 ქულით მე-4 ადგილზეა და ტოპ 14-ში დასაბრუნებლად იბრძვის. ლობჟანიძემ კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც უნდა ხო გვყავს აფრასიძე გენიოსი
ჭაღარა
19:19 13-12-2018
1
არც კი ვიცი რა ვთქვა.მეც და ძალიან ბევრი გულშემატკივარიც ფიქრობს,რომ ვასკა ამ გუნდში რაც არის,რეგრესირებს.გუნდიც უკან მიდის,ვასკაც და არც საკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვს.ამან კი აიღო და 3,5 წელი გააგრძელა კონტრაქტი.ესე იგი რაც არის,იმით კმაყოფილია?ვიცით,ვხედავდით, ამ ბიჭის ტალანტს და ახლა ვხედავთ,როგორ თანდათან უფერულდება იგი.ძალიან გამიხარდება თუ შევცდები,მაგრამ თუ ვასკას თამაშის დინამიკა უჯეთესობისაკენ არ შეიცვალა,ამ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ,ხელში შეგვრჩება საშუალოზე საშუალო მორაგბე,რომელსაც აღარაფრის ამბიცია აღარ ექნება და ვეღარც ბორჯღალს გამოადგება.
სოსო
15:21 13-12-2018
2

სიახლეები პოპულარული