მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელიც ამ შეჯიბრების შარშანდელი გამარჯვებულია, "სტად დე მაიოლზე" ინგლისურ "ვოსფს" უმასპინძლებს.
დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონის" მეტოქე კი ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი "ნორსჰემპთონი" იქნება.
დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" პარიზში კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს, "სარასენზს" მიიღებს.
ჩემპიონთა თასი
მეოთხედფინალი
მეტრო რასინგი-სარასენზი, ტულონი-ვოსფსი, ლენსტერი-ბასი, კლერმონი-ნორსჰემპთონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"