ორივე პირველხაზელია: მიხეილ ნარიაშვილი (#1, მონპელიე) და ლევან ჩილაჩავა (#3, ტულონი). ამათგან ნარიაშვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში საუკეთესოთა შორის მეორედ მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ ორივე ჩვენებური მოწინავეთა შორისაა, როგორც ყოველდღიური სარაგბო გაზეთ "მიდი ოლიმპიკის", ასევე, სპორტული გამოცემა "ეკიპის" ვერსიითაც.
განსაკუთრებით, აღნიშვნის ღირსია ჩილაჩავას წარმატება. ვარსკვლავებით მოჭედილ "ტულონში" თამაშით ყველას აჯობო, იოლი საქმე სულაც არაა. ლევანმა მართლაც შესანიშნავად ითამაშა და მისმა გატანილმა ლელომ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
მიხეილ
"მიმდინარე სეზონში ვერ გამოინახა მორაგბე, რომელიც მას ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა. შაბათს მისი ვიზავი ჟან ბატისტ პუ პირდაპირ ეწამა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"