შედეგებმა ნათელი გახადა, რომ გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, გიორგი ნაცარაშვილის "პოს" კონკურენტი ჯერჯერობით არ ჰყავს.
ჩვენებურის ამ გუნდმა სტუმრად ითამაშა უშუალო კონკურენტთან, მეორე ადგილზე მყოფ ბასკურ "ბიარიცთან" და მშრალი ანგარიშით - 20:0 მოუგო. "პოს" 67 ქულა დაუგროვდა და ამჟამად მეორე ადგილზე მყოფ "აჟენს" 14 ქულით უსწრებს. ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-40 წუთზე სინბინში გაუშვეს. ის მოედანზე აღარ დაბრუნებულა.
თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ
მჭედლიძემ, შარიქაძემ და დათუნაშვილმა სრულად ითამაშეს. ამასთან ერთად, "ჩაქუჩა" 28-ე წუთზე არბიტრმა სინბინში გაუშვა.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანმა" სტუმრად წააგო "მონ დე მარსანთან" - 9:23 და ოდნავ დათმო პოზიცია ლიდერთა შორის. მჭედლიშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს, ბასილაიამ მოედანზე 17 წუთით მეტი დაჰყო.
ლაშა ლომიძის "ბეზიემ" შინ მოუგო ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბის" - 18:16.
ლომიძე ლანგედოკელთა განაცხადში არ იყო, მაისურაძემ სრულად ითამაშა, შეყლაშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის "ტარბმა" შინ დაამარცხა "კარკასონი" - 21:14. მირცხულავა 62-ე წუთზე კობერიძემ შეცვალა, ნემსაძემ მოედანი სამი წუთის შემდეგ დატოვა.
შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და ვახტანგ ახობაძის "მასიმ" სტუმრად წააგო "ნარბონთან" - 25:31. აშვეთია ყუფარაძემ 53-ე წუთზე შეცვალა, დადუნაშვილმა მოედანი 41-ე წუთზე დატოვა, რვა წუთის შემდეგ სუთიაშვილიც შეცვალეს, ახობაძეს არ უთამაშია.
II დივიზიონი
XIX ტური
ბიარიცი-პო 0:20, ბეზიე-ალბი 18:16, მონტობანი-ბურგუენი 30:0, ნარბონი-მასი 31:25, ტარბი-კარკასონი 21:14, აჟენი-ორიაკი 41:5, კოლომიე-დაქსი 19:10, მონ დე მარსანი-პერპინიანი 23:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 67 ქულა, 2. აჟენი - 53, 3. ბიარიცი - 52, 4. პერპინიანი - 50, 5. ალბი - 49, 6. ორიაკი - 49, 7. მონტობანი - 48, 8. მონ დე მარსანი - 45, 9. ბეზიე - 44, 10. კოლომიე - 43, 11. ტარბი - 40, 12. კარკასონი - 37, 13. მასი - 30, 14. ნარბონი - 29, 15. ბურგუენი - 25, 16. დაქსი - 23.
XX ტური
ალბი-მონ დე მარსანი, ბურგუენი-აჟენი, დაქსი-ტარბი, პერპინიანი-ბიარიცი, ორიაკი-ბეზიე, კარკასონი-მონტობანი, კოლომიე-ნარბონი, პო-მასი.
* * *
ფედერალ პირველ დივიზიონში მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ერთი ლიდერობს და რვა პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.A ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო შედეგი ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის "ლიმოჟს" აქვს. ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად წააგო გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის "ბერჟერაკთან" და ახლა 41 ქულით მეორე ადგილზეა.
"ლიმოჟს" ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილი", რომელიც ფრეს დასჯერდა სტუმრად თედო ზიბზიბაძისა და გიორგი ოზგებაშვილის "პერიგოსთან" მატჩში - 12:12.
რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის "მონლუსონმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში სძლია ავთანდილ კოპალიანის "ბობინის" - 9:6.
A ჯგუფი
პერიგო-ლილი 12:12, მონლუსონი-ბობინი 9:6, ბერჟერაკი-ლიმოჟი 25:19, ტულე-ლიბურნი (გადაიდო), ლორმონი-ნევერი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ნევერი - 59 ქულა, 2. ლიმოჟი - 41, 3. ლილი - 39, 4. მონლუსონი - 35, 5. ბერჟერაკი - 34, 6. პერიგო - 30, 7. ლიბურნი - 24, 8. ტულე - 23, 9. ლორმონი - 18, 10. ბობინი - 17.
XV ტური
ლიბურნი-მონლუსონი, პერიგო-ტულე, ლილი-ლორმონი, ბობინი-ბერჟერაკი, ლიმოჟი-ნევერი.
B ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელი ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან გურამ კავთიძის "მაკონს" აქვს, რომელმაც შინ იოლად დაამარცხა თემურ გელანტიას "ტრიკასტინი" - 40:3 და ახლა 44 ქულით მეორე ადგილზეა.
ნოდარ ჭეიშვილის "ლა სეინმა" შინ დაამარცხა გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი", რომელიც ახლა 39 ქულით მე-4 ადგილზეა.
B ჯგუფი
ლა ვულე-რომანი 26:16, ობენა-შალონი 43:7, ლა სეინი-ბურგ ან ბრესი 18:10, მაკონი-ტრიკასტინი 40:3, შამბერი-კარკერანი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ობენა - 47 ქულა, 2. მაკონი - 44, 3. შამბერი - 41, 4. ბურგ ან ბრესი - 39, 5. რომანი - 37, 6. შალონი - 36, 7. ლა ვულე - 32, 8. ლა სეინი - 28, 9. კარკერანი - 11, 10. ტრიკასტინი - 8.
XV ტური
შალონი-ლა ვულე, ბურგ ან ბრესი-ობენა, ლა სეინი-შამბერი, რომანი-მაკონი, ტრიკასტინი-კარკერანი.
C ჯგუფში ტარიელ დონაძის "როდეზმა" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით წააგო "კონიაკთან" - 7:8. როდეზელები 35 ქულით მე-5 ადგილზე არიან და ლიდერ ვანს ცხრა ქულით ჩამორჩებიან.
C ჯგუფი
ლანჟონი-სენ ჟან დე ლუზი 23:3, ვანი-ანგულემი 17:16, კასტანე-სენ ნაზერი (გადაიდო), ტიროსი-სენ სულპისე 34:0, კონიაკი-როდეზი 8:7.
სატურნირო მდგომარეობა
1. ვანი - 44 ქულა, 2. ტიროსი - 41, 3. ანგულემი - 39, 4. ლანჟონი - 38, 5. როდეზი - 35, 6. კასტანე - 33, 7. სენ ნაზერი - 32, 8. კონიაკი - 23, 9. სენ სულპისე - 18, 10. სენ ჟან დე ლუზი - 16.
XV ტური
სენ სულპისე-კასტანე, როდეზი-ტიროსი, კონიაკი-ვანი, სენ ნაზერი-ლანჟონი, სენ ჟან დე ლუზი-ანგულემი.
D ჯგუფში ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის "ექსი" ლიდერობს", რომელმაც შინ იოლად სძლია სიმონ მაისურაძის "ვალანსს" - 34:3. ექსელები აქამდე დაუმარცხებელნი არიან. მათ 64 ქულა დაუგროვდათ და მეორეადგილოსან თორნიკე ლომიძის "ოშს" 18 ქულით უსწრებენ.
"ოშმა", თავის მხრივ, სტუმრად მოუგო "ბლანიაკს" - 13:10 და მესამეადგილოსან ლაშა მალაღურაძის "ბაგნერეს" ათი ქულით უსწრებს. ბაგნერელების დაპირისპირება ოლორონთან უამინდობის გამო გადაიდო.
ლადო გუნიავასა და ნიკოლოზ გიორგაძის "აგდიმ" შინ დაამარცხა "ლანამეზანი" - 12:7.
D ჯგუფი
ბლანიაკი-ოში 10:13, ექსი-ვალანსი 34:3, აგდი-ლანამეზანი 12:7, ბაგნერე-ოლორონი (გადაიდო), მოლეონი-გროლე (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ექსი - 64 ქულა, 2. ოში - 46, 3. ბაგნერე - 36, 4. ოლორონი - 34, 5. ვალანსი - 31, 6. ბლანიაკი - 27, 7. აგდი - 22, 8. მოლეონი - 18, 9. გროლე - 18, 10. ლანამეზანი - 17.
XV ტური
ოლორონი-ექსი, ოში-ბაგნერე, ბლანიაკი-მოლეონი, ვალანსი-აგდი, ლანამეზანი-გროლე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"