ქართული ლეგიონი: ირაკლი მირცხულავას ლელო და დაწინაურებული "პო"

AutoSharing Option
სანამ ევროპული ქვეყნების ნაკრებები ექვსი ერისა და "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გათამაშებაში ასპარეზობენ, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც ქართველი მორაგბის, გიორგი ნაცარაშვილის "პომ" კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა.

ჩვენებურის გუნდმა შინ მიიღო შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და ელიზბარ ყუფარაძის "მასი" და 26:3 დაამარცხა. ახობაძე და დადუნაშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთნენ, სუთიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში ითამაშა; აშვეთია, ყუფარაძე და ნაცარაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"პოს" ახლა 72 ქულა აქვს
და უახლოეს მდევარს, გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანს" 17 ქულით უსწრებს. კატალონიელებმა მე-20 ტურში უშუალო კონკურენტს, ბასკურ "ბიარიცს" უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით მოუგეს - 48:15. ბასილაიამ ეროვნულ გუნდში ითამაშა, მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.

"პერპინიანი" მესამე ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს", რომელმაც სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბურგუენთან" - 9:13. მჭედლიძე საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული, თეთრაშვილს არ უთამაშია.

"აჟენს", თავის მხრივ, ასევე ერთი ქულით ჩამორჩება ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ მოუგო ლაშა ლომიძის "ბეზიეს" - 28:13.

დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, შარიქაძე და ლომიძე ეროვნულ გუნდში არიან გამოძახებულნი, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.

პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობს ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის "ალბი", რომელმაც მოულოდნელად შინ წააგო "მონ დე მარსანთან" - 19:23. შეყლაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, მაისურაძე ეროვნულ გუნდშია გამოძახებული.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბმა" სტუმრად წააგო აუტსაიდერ "დაქსთან" - 15:33. მირცხულავამ, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს, მე-17 წუთზე ლელო გაიტანა, კობერიძე თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო, ნემსაძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

II დივიზიონი
XX ტური
ალბი-მონ დე მარსანი 19:23, ბურგუენი-აჟენი 13:9, დაქსი-ტარბი 33:15, პერპინიანი-ბიარიცი 48:15, ორიაკი-ბეზიე 28:13, კარკასონი-მონტობანი 27:12, კოლომიე-ნარბონი 27:19, პო-მასი 26:3.

სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 72 ქულა, 2. პერპინიანი - 55, 3. აჟენი - 54, 4. ორიაკი - 53, 5. ბიარიცი - 52, 6. ალბი - 50, 7. მონ დე მარსანი - 49, 8. მონტობანი - 48, 9. კოლომიე - 47, 10. ბეზიე - 44, 11. კარკასონი - 42, 12. ტარბი - 40, 13. მასი - 30, 14. ბურგუენი - 29, 15. ნარბონი - 29, 16. დაქსი - 27.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ki martla kai pormashia tan sul ugalato kacia yovtvis stabiluria
zura
15:33 11-02-2015
0
yochag mircxulavas magar pormahsia eg bichi
giga
16:12 10-02-2015
0

სიახლეები პოპულარული