დავით ზირაქაშვილი ჩემპიონთა თასის სიმბოლურში უკვე მესამედ მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი და ერთ-ერთი ლიდერი დავით ზირაქაშვილი ჩემპიონთა თასის გათამაშების მეოთხედფინალის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მისმა გუნდმა, ფრანგულმა "კლერმონმა" შინ დამაჯერებლად სძლია ინგლისურ "ნორსჰემპთონს" - 37:5.

დავით ზირაქაშვილი, რომელმაც 63-ე წუთამდე ითამაშა, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თავის პოზიციაზე (#3) ტურის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.

აღსანიშნავია, ზირაქაშვილი ჩემპიონთა თასის მიმდინარე გათამაშებაში სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მესამედ მოხვდა. წინა ორ ჯერზე, საუკეთესოდ ის იანვარში, ჯგუფური ეტაპის მე-5 და მე-6 ტურებში დაასახელეს, რაც ქართველი მორაგბის უდავოდ დიდი აღიარებაა.

სიმბოლური ნაკრები
15. ნიკ აბენდანონი
(კლერმონი), 14. ნოა ნაკაიტაჩი (კლერმონი), 13. მარსელო ბოსხი (სარასენზი), 12. ვესლი ფოფანა (კლერმონი), 11. ვილ ჰელუ (ვოსფსი), 10. ფრედერიკ მიშალაკი (ტულონი), 9. მაქსიმ მაშენო (მეტრო რასინგი). 1. მაკო ვუნიპოლა (სარასენზი), 2. გილემ გირადო (ტულონი), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), 4. ალი ვილიამსი (ტულონი), 5. სებასტიან ვაჰამაჰინა (კლერმონი), 6. ვენსელას ლორე (მეტრო რასინგი), 7. სტეფონ არმიტეჯი (ტულონი), 8. ჯიმი ჰისლიპი (ლენსტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს და გორგოძე ,ღერთმა ჰქნას მსოფლიოსთვის ჯანზე იყვნენ,უმაგათოდ საშუალო გუნდი ვართ.
CHERO
20:37 15-04-2015
0

სიახლეები პოპულარული