ამ თამაშისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ვილიამ სერვამ განაცხადა, რომ ტრავმა მოირჩინა და პარიზელებთან თამაშს შეძლებს საქართველოს ნაკრების პირველხაზელი ვასილ კაკოვინი.
ქართველ შერკინების ბურჯს 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ ძალიან ბევრი დრო გაუცდა. კლუბშიც და ნაკრებშიც იშვიათად თამაშობდა და, იმედია, ამჯერად საბოლოოდ გამოჯანმრთელებული ერთსაც გამოადგება და მეორესაც.
ნელ-ნელა გამოდის არენაზე კიდევ ერთი ქართველი, 21 წლის პირველხაზელი გიორგი შარაშიძე, რომელიც ამჟამად "კლერმონის" სათადარიგო გუნდის წამყვანი მორაგბეა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკთან", რომელშიც ლევან დათუნაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და მერაბ შარიქაძე თამაშობენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"