ქვეყნის ჩემპიონმა და გათამაშების ლიდერმა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" სტუმრად ითამაშა სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფ ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელთან" და 29:32 დამარცხდა.
გორგოძემ სრულად ითამაშა. მან 22-ე წუთზე ლელო გაიტანა, თუმცა თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა, ჩილაჩავა და მიქაუტაძე თამაშში 47-ე წუთიდან გამოჩნდნენ, შვიდი წუთის შემდეგ მოე
ტულონელებს 66 ქულა აქვთ და ისევ პირველ ადგილზე არიან. მათ ოთხი ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად ითამაშა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ "კასტრთან" და 10:31 დამარცხდა.
ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. კოლელიშვილი ტრავმირებულია, ზირაქაშვილი კი მწვრთნელმა ჩემპიონთა თასის ფინალისთვის დაასვენა. ფინალში ერთმანეთს სწორედ "კლერმონი" და "ტულონი" დაუპირისპირდებიან.
მარცხი იგემა მესამე ადგილზე მყოფმა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემაც". პარიზელებმა შინ წააგეს ფრანგული რაგბის გრანდთან, ვასილ კაკოვინის "ტულუზთან" - 12:21. ტულუზელებმა, რომლებიც ერთი ხანობა აუტსაიდერებიც კი იყვნენ, ნელ-ნელა ძალა მოიკრიბეს და ამ გამარჯვებით ახლა მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ.
ქუბრიაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, ჟვანიამ მატჩის ბოლო ოთხი წუთი იასპარეზა, კაკოვინი განაცხადში არ იყო.
კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივმა", რომელიც დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის, შინ მოუგო მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" - 15:10.
ჟღენტი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, ასეიშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილმა 16 წუთით მეტი ითამაშა, შველიძე და ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყვნენ.
I დივიზიონი
XXIII ტური
სტად ფრანსე-ტულუზი 12:21, ლა როშელი-ტულონი 32:29, ბაიონი-გრენობლი 42:33, ბრივი-მონპელიე 15:10, ლიონი-ბორდო 22:37, ოიონაქსი-მეტრო რასინგი 21:16, კასტრი-კლერმონი 31:10.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ტულონი 23 14 0 9 +173 66
2. კლერმონი 23 13 1 9 +131 62
3. ტულუზი 23 14 0 9 +41 61
4. სტ.ფრანსე 23 13 1 9 +19 61
5. რასინგი 23 12 2 9 +20 58
6. ოიონაქსი 23 13 0 10 +21 57
7. ბორდო 23 10 0 13 +100 51
8. მონპელიე 23 10 2 11 +30 51
9. ლა როშელი 23 10 3 10 -106 50
10. ბრივი 23 11 0 12 -76 48
11. გრენობლი 23 10 0 13 -105 48
12. კასტრი 23 10 0 13 -79 47
13. ბაიონი 23 9 1 13 -24 47
14. ლიონი 23 7 0 16 -149 35
XXIV ტური
ტულუზი-ბრივი, ტულონი-კასტრი, ბორდო-ოიონაქსი, ლიონი-ლაროშელი, მონპელიე-ბაიონი, გრენობლი-კლერმონი, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე.
* * *
მეორე დივიზიონში, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ნაცარაშვილის "პომ" 28-ე ტურში მარცხი განიცადა სტუმრად თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენთან" - 20:41, ჩვენებურის გუნდმა ელიტური, პირველი დივიზიონის საგზური გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა."პოს" ამ მიზნის მიღწევაში დახმარება ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა" გაუწია, რომელმაც შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა მეორეადგილოსანი, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი" - 52:14.
შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი 50-ე წუთზე შეცვალეს, ნაცარაშვილმა მასზე 13 წუთით მეტი ითამაშა, სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.
დივიზიონიდან გასავარდნად თითქმის განწირულია შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და ვახტანგ ახობაძის "მასი". პარიზელებმა, ამჯერად, სტუმრად წააგეს "კარკასონთან" - 17:20.
დადუნაშვილი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, იმავდროულად სუთიაშვილიც შეცვალეს, ყუფარაძის ნაცვლად აშვეთია მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა, ახობაძეს არ უთამაშია. "მასი" 37 ქულით ბოლო ადგილზეა.
პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობს ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი "დაქსი" - 29:24. შეყლაშვილი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, მაისურაძეს არ უთამაშია.
პლეი ოფში თამაშის შანსი დაკარგა ლაშა ლომიძის "ბეზიემ", რომელმაც სტუმრად წააგო ირაკლი მირცხულავას, გიორგი ნემსაძისა და კახაბერ კობერიძის "ტარბთან" - 22:35.
ლომიძე თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო და მატჩის ბოლო წუთზე ლელო გაიტანა, მირცხულავა 53-ე წუთზე შეცვალეს, ნემსაძემ მოედანზე 14 წუთით მეტი დაჰყო.
II დივიზიონი
XXVIII ტური
ორიაკი-პერპინიანი 52:14, კარკასონი-მასი 20:17, კოლომიე-ბიარიცი 42:33, დაქსი-ალბი 24:29, მონტობანი-მონ დე მარსანი 17:19, ნარბონი-ბურგუენი 16:16, ტარბი-ბეზიე 35:22, აჟენი-პო 41:20.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პო 28 20 1 7 +353 93
2. აჟენი 28 17 0 11 +108 79
3. პერპინიანი 28 16 1 11 +127 77
4. მონ დე მარსანი 28 17 0 11 +122 77
5. ორიაკი 28 15 2 11 +62 72
6. ბიარიცი 28 16 0 12 +59 72
7. ალბი 28 16 0 12 +37 72
8. კოლომიე 28 15 0 13 +13 65
9. ბეზიე 28 13 0 15 +6 59
10. მონტობანი 28 12 1 15 -25 59
11. კარკასონი 28 13 0 15 -34 58
12. ტარბი 28 12 2 14 -124 57
13. ბურგუენი 28 10 3 15 -113 47
14. ნარბონი 28 10 1 17 -155 45
15. დაქსი 28 9 1 18 -143 43
16. მასი 28 7 0 21 -193 37
XXIX ტური
ბიარიცი-მონტობანი, ბურგუენი-ბეზიე, მასი-ტარბი, მონ დე მარსანი-ორიაკი, კოლომიე-აჟენი, ნარბონი-დაქსი, პერპინიანი-ალბი, პო-კარკასონი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"