პარიზელებმა, რომლებსაც წლეულს ფინალში არავინ ელოდა, გათამაშების დასკვნით ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზეს. ფინალში, ფრანგული და ევროპული რაგბის გრანდს, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" სძლიეს - 12:6.
დავით ქუბრიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონი პირველად გახდა. მას აქამდე "ტულონის" შემადგენლობაში "ჰაინეკენის თასი" ჰქონდა მოგებული. ჟვანიასთვის, რომელიც თანაგუნდელზე გაცილებით ახალგაზრდაა, საფრანგეთის ჩემპიონობა ასევე პირველი დიდი ტიტულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"