ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მესამეხაზელი ბექა ბიწაძე მომავალი წლიდან საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონის "შამბერის" ღირსებას დაიცავს.
გასულ სეზონში ბიწაძე თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა. შამბერელები ამ დივიზიონში ლიდერთა შორის იყვნენ და ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლამდე ცოტა დააკლდათ.
ამავე გუნდში იასპარეზებს მომავალი სეზონიდან ბექა გიგაშვილი, რომელიც აქამდე ესპანურ "ალვარადოში"
შერკინების ბურჯმა გიორგი შარაშიძემ, რომელიც გასულ სეზონში "კლერმონის" ესპუარებში თამაშობდა, კონტრაქტი ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკთან" გააფორმა".
ამ გუნდში უკვე თამაშობენ ლევან დათუნაშვილი, მერაბ შარიქაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი.
კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი ზაზა ნავროზაშვილი "ბორდოდან" "ლიონში" გადაბარგდა. ეს უკანასკნელი, რომელსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტიმ ლეინი წვრთნიდა, მეორე დივიზიონში დაქვეითდა.
ყოველივე ამასთან ერთად, არსებული კონტრაქტები გაახანგრძლივა რამდენიმე ქართველმა მორაგბემ. მაგალითად: მიხეილ ნარიაშვილი "მონპელიეში" 2018 წლამდე დარჩება; ასევე სამი წელიწადი ითამაშებს "ლა როშელში" ლექსო ყაულაშვილი; ერთი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება "მეტრო რასინგთან" დავით ხინჩაგიშვილმა.
2019 წლამდე ითამაშებს კიდევ ერთ პარიზულ გუნდში, საფრანგეთის ჩემპიონის, "სტად ფრანსეს" შემადგენლობაში "ბორჯღალოსნების" პირველხაზელი ზურაბ ჟვანია.
2017 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება ჩვენი ნაკრების მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ მეორედივიზიონელ "ბეზიესთან".
"კლერმონის" შემადგენლობაში ჩაირიცხა და მსოფლიოს თასის მიმდინარეობისას "ვულკანების" ღირსებას დაიცავს შერკინების კვაჭი იური ნატრიაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"