საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ელიტურ, პირველ დივიზიონში სატურნირო ცხრილის სათავეში ქართველ მორაგბეთა კლუბები: "კლერმონი", "ტულუზი" და "მეტრო რასინგი" მოექცნენ.
დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "კლერმონმა" შინ "გრენობლი" მიიღო და 25:6 დაამარცხა. ქართველთაგან მხოლოდ ნატრიაშვილმა ითამაშა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. ზირაქაშვილი და კოლელიშვილი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ინგლისში იმყოფებიან.
"ვულკანები" ორი ქულით უსწრებენ ვასილ კაკოვინის "ტულუზს", რომელმაც ორი თამაშიდან ასევე ორივე მოიგო. ფრანგული რაგბის გრანდის "მსხვერპლი" გასვლით მატჩში თამაზ
დაუმარცხებლად ასპარეზობს კიდევ ერთი ქართული გუნდი, დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი". პარიზელებმა მეორე ტურში შინ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხეს ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" - 19:20. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ყაულაშვილმა სრულად ითამაშა, ხინჩაგიშვილი 29-ე წუთზე შეცვალეს.
წლეულს პირველი მარცხი იწვნია მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ", რომელმაც სტუმრად წააგო გიორგი ნაცარაშვილის "პოსთან" - 16:26. ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო, ნარიაშვილი ეროვნულ ნაკრებშია.
გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა" შინ დაამარცხა ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსე" - 22:13. ჟღენტი, რომელიც 58-ე წუთზე შეცვალეს, პირველი ტაიმის 30-ე წუთზე არბიტრმა სინბინში გაუშვა. შველიძე განაცხადში არ იყო; ჟვანია, ქუბრიაშვილი და ასეიშვილი საქართველოს ნაკრებში არიან.
ზედიზედ მეორე მატჩი წააგო მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა". სამივე ქართველი ეროვნულ ნაკრებშია. მათი გუნდი კი სტუმრად დამარცხდა "კასტრთან" - 9:24.
I დივიზიონი
II ტური
კლერმონი-გრენობლი 25:6, აჟენი-ტულუზი 9:20, მეტრო რასინგი-ლა როშელი 20:19, ოიონაქსი-ბორდო 37:19, პო-მონპელიე 26:16, ბრივი-სტად ფრანსე 22:13, კასტრი-ტულონი 24:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 10 ქულა, 2. ტულუზი - 8, 3. მეტრო რასინგი - 8, 4. კასტრი - 6, 5. მონპელიე - 5, 6. ოიონაქსი - 5, 7. გრენობლი - 5, 8. სტად ფრანსე - 4, 9. პო - 4, 10. ბრივი - 4, 11. ბორდო - 4, 12. ტულონი - 1, 13. ლა როშელი - 0, 14. აჟენი - 0.
III ტური
ოიონაქსი-კლერმონი, ლა როშელი-ბრივი, გრენობლი-ბრივი, აჟენი-მეტრო რასინგი, ტულუზი-კასტრი, ბორდო-მონპელიე, სტად ფრანსე-ტულონი
* * *
მეორე დივიზიონში ლიდერობა ხელთ იგდო ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა". მეორე ტურში ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა "კოლომიე" - 40:10. ხატიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს. დათუნაშვილი და შარიქაძე ეროვნულ ნაკრებში არიან. პირველი მატჩი გამართა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანმა". კატალონიელებმა სტუმრად დაამარცხეს "კარკასონი" - 38:9. მატჩი ძალზე დაძაბული გამოდგა. არბიტრმა ოთხი მორაგბე სინბინში გაუშვა, ორს კი წითელი ბარათი უჩვენა. მჭედლიშვილი თადარიგში იყო და თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო.
ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ლაშა ლომიძის "ბეზიემაც", რომელმაც სტუმრად დაამარცხა გიორგი ზაქაშვილის "ექსი" - 31:17. ზაქაშვილი მოედანზე 65-ე წუთიდან გამოჩნდა, ლომიძე ეროვნულ ნაკრებშია.
ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონმა" შინ დაამარცხა ტარიელ რატიანიძის "ნარბონი" - 28:21. რატიანიძე თამაშში 32-ე წუთიდან ჩაერთო, ფეიქრიშვილი კი მოედანზე 43-ე წუთიდან გამოჩნდა.
II დივიზიონი
მონ დე მარსანი-ლიონი 18:22, მონტობანი-ბიარიცი 20:9, ექსი-ბეზიე 17:31, ორიაკი-კოლომიე 40:10, ბურგუენი-ალბი 19:22, კარკასონი-პერპინიანი 9:38, ბაიონი-ნარბონი 28:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. ორიაკი - 9 ქულა, 2. ბეზიე - 8, 3. ლიონი - 8, 4. ბაიონი - 8, 5. მონტობანი - 5, 6. ალბი - 5, 7. პერპინიანი - 7, 8. ნარბონი - 4, 9. კოლომიე - 4, 10. კარკასონი - 4, 11. ტარბი - 1, 12. ბურგუენი - 1, 13. ბიარიცი - 1, 14. მონ დე მარსანი - 1, 15. დაქსი - 0, 16. ექსი - 0.
III ტური
ბეზიე-ლიონი, პერპინიანი-მონ დე მარსანი, ბიარიცი-ალბი, კოლომიე-კარკასონი, მონტობანი-ორიაკი, ნარბონი-ბურგუენი, ტარბი-ექსი, დაქსი-ბაიონი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"