ჯაბა ბრეგვაძე კარიერას ინგლისში, "ვორსტერ ვორიორზში" განაგრძობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე კარიერას ინგლისში, "ვორსტერ ვორიორზში" განაგრძობს. ჩვენი მორაგბე ამ გუნდში "სამედიცინო ჯოკერის" სტატუსით ჩაირიცხა.

ჯაბა, რომელმაც ეროვნულ გუნდში 32 კეპი მოიხვეჭა, უკვე ინგლისშია და მომავალი ტურის მატჩში "გლოსტერთან" სათამაშოდ ემზადება. ის 28 წლისაა და ორ მსოფლიოს თასზე, 2011 და 2015 წლებში ითამაშა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

აღსანიშნავია, რომ სამიოდ წლის წინათ ის ფრანგული რაგბის გრანდში, "ტულუზში" ჩაირიცხა, სადაც ტრავმების გამო ძალიან ბევრი დრო გაუც
და.

ბრეგვაძემ შეძლო კარიერაში მძიმე პერიოდის დაძლევა. გამოჯანმრთელების შემდეგ სპორტული ფორმის აღდგენაც მოასწრო და ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნებს" ტონგასა და ნამიბიასთან გამარჯვებაში დაეხმარა.

"მე და ჩემი ოჯახი მოხარულნი ვართ ვორსტერში ჩამოსვლით. საფრანგეთის ჩემპიონატში გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ მუდამ ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ ინგლისის პრემიერშიპშიც შემიძლია მაღალ დონეზე თამაში.

დინ რაიანი და მთელი სამწვრთნელო შტაბი სერიოზული გუნდის შექმნას ცდილობენ და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა "ვორსტერის" კვართს მოვირგებ", - თქვა ჯაბა ბრეგვაძემ.

ქართველი მორაგბის შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა გუნდის მწვრთნელმა დინ რაიანმა:

"ჯაბას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის აუცილებლად გააძლიერებს ჩვენი გუნდის თამაშს. მისი ასპარეზობით მსოფლიოს თასზე მოვიხიბლეთ და გვიხარია, რომ დღეიდან ის ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავს".

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ ორი ტურის მატჩებია გამართული. "ვორსტერს" თითო მოგება-წაგება აქვს და თორმეტგუნდა შეჯიბრებაში მე-10 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სულ გამარჯვებებით გევლოს ჯაბა, გაიხარე.
gizog
17:51 30-10-2015
0
წარმატებები და წარმატებები ჯაბას!!!!!!!!!!!!!
zaali
11:13 28-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული