რაგბი. ლეგიონი: ორი ქართველის დებიუტი "ვორსტერში"

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭის, ჯაბა ბრეგვაძის დებიუტი შედგა. შესაბამისად, ამ ქვეყნის პირველობა ისევ ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცევა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "სეილ შარქსის" ღირსებას კიდევ ერთი "ბორჯღალოსანი" და შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი იცავდა.

მე-4 ტურში ჯაბა ბრეგვაძისა და ვალ რაფავა-რუსკინის "ვორსტერმა" აუტსაიდერ "ნიუკასლ ფალკონზს" უმასპინძლა და 28:20 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძესთან ერთად ამ მატჩში რაფავა-რუსკინის დებიუტიც შედგა. ის პირველხაზელია და ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მოედანი კი 45-ე წუთზე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ვალ რაფავა-რუსკინი ცნობილი ქართველი მორაგბის, გია რაფავას ვაჟია.

ბრეგვაძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. "ვორსტერმა" ოთხი თამაშიდან ორი მოიგო და ახლა 10 ქულით მე-6 ადგილზეა.

ინგლისი. პრემიერშიპი. IV ტური
ჰარლიქვინზი-სეილ შარქსი 16:14, ლონდონ აირიში-ბასი 14:45, ვორსტერი-ნიუკასლი 28:20, ნორსჰემპთონი-სარასენზი 6:12, ექსეტერი-ლესტერ ტაიგერზი 19:6, ვოსფსი-გლოსტერი 23:3.

სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 17 ქულა, 2. ექსეტერი - 15, 3. ჰარლიქვინზი - 13, 4. ლესტერი - 12, 5. ბასი - 10, 6. ვორსტერი - 10, 7. სეილ შარქსი - 10, 8. ვოსფსი - 9, 9. გლოსტერი - 9, 10. ნორსჰემპთონი - 8, 11. ლონდონ აირიში - 0, 12. ნიუკასლი - 0.

V ტური
სეილ შარქსი-ნიუკასლი, ექსეტერი-ჰარლიქვინზი, ლესტერ ტაიგერზი-ბასი, ნორსჰემპთონი-გლოსტერი, სარასენზი-ვორსტერი, ლონდონ აირიში-ვოსფსი

* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში ლიდერობას ისევ გურამ კავთიძისა და ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი" განაგრძობს, რომელმაც მე-8 ტურში შინ დაამარცხა გიორგი ნემსაძის, კახა კობერიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" - 46:6.

ნემსაძემ სრულად ითამაშა, კობერიძე 51-ე წუთზე შეცვალეს, სხვა ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

"ლიონს" კვალში უდგას მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დაამარცხა ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი" - 29:15. დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, შარიქაძე 73-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილი მოედანზე 49-ე წუთიდან გამოჩნდა, ყუფარაძე თამაშში ოთხი წუთის შემდეგ ჩაერთო.

"ორიაკი" ახლა ლიონელებს ორი ქულით ჩამორჩება.

26 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონი", რომელმაც შინ ბასკურ დერბიში დაამარცხა "ბიარიცი" - 32:25. ქართველი შერკინების ბურჯი თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო.

ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად "კოლომიესთან" ლაშა ლომიძის "ბეზიემ" - 14:10.  ლანგედოკელებმა ამ გამარჯვების შემდეგ 21 ქულა დააგროვეს და საპლეიოფო ზონას მიუახლოვდნენ. ლომიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბიმ" შინ მოუგო გიორგი ზაქაშვილის "ექსს" - 23:19. თამაშში მონაწილეობა მხოლოდ ამ უკანასკნელმა მიიღო. ის მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა.

საფრანგეთი. I დივიზიონი. VIII ტური
კოლომიე-ბეზიე 10:14, პერპინიანი-მონტობანი 13:20, ალბი-ექსი 23:19, კარკასონი-ბურგუენი 15:13, ლიონი-ტარბი 46:6, ნარბონი-მონ და მარსანი 22:12, ორიაკი-დაქსი 29:15, ბაიონი-ბიარიცი 32:25

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 32 ქულა, 2. ორიაკი - 28, 3. ბაიონი - 26, 4. პერპინიანი - 22, 5. ალბი - 22, 6. ბეზიე - 21, 7. ნარბონი - 18, 8. კოლომიე - 18, 9. მონტობანი - 18, 10. მონ დე მარსანი - 16, 11. დაქსი - 13, 12. ექსი - 13. 13. ტარბი - 13, 14. კარკასონი - 13, 15. ბურგუენი - 12, 16. ბიარიცი - 6.

IX ტური
ბურგუენი-ორიაკი, ბიარიცი-ნარბონი, ექსი-ლიონი, ბეზიე-კარკასონი, კოლომიე-ბაიონი, მონტობანი-ალბი, ტარბი-პერპინიანი, მონ დე მარსანი-დაქსი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული