შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "სეილ შარქსის" ღირსებას კიდევ ერთი "ბორჯღალოსანი" და შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი იცავდა.
მე-4 ტურში ჯაბა ბრეგვაძისა და ვალ რაფავა-რუსკინის "ვორსტერმა" აუტსაიდერ "ნიუკასლ ფალკონზს" უმასპინძლა და 28:20 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძესთან ერთად ამ მატჩში რაფავა-რუსკინის დებიუტიც შედგა. ის პირველხაზელია და ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მოედანი კი 45-ე წუთზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ვალ რაფავა-რუსკინი ცნობილი ქართველი მორაგბის, გია რაფავას ვაჟია.
ინგლისი. პრემიერშიპი. IV ტური
ჰარლიქვინზი-სეილ შარქსი 16:14, ლონდონ აირიში-ბასი 14:45, ვორსტერი-ნიუკასლი 28:20, ნორსჰემპთონი-სარასენზი 6:12, ექსეტერი-ლესტერ ტაიგერზი 19:6, ვოსფსი-გლოსტერი 23:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 17 ქულა, 2. ექსეტერი - 15, 3. ჰარლიქვინზი - 13, 4. ლესტერი - 12, 5. ბასი - 10, 6. ვორსტერი - 10, 7. სეილ შარქსი - 10, 8. ვოსფსი - 9, 9. გლოსტერი - 9, 10. ნორსჰემპთონი - 8, 11. ლონდონ აირიში - 0, 12. ნიუკასლი - 0.
V ტური
სეილ შარქსი-ნიუკასლი, ექსეტერი-ჰარლიქვინზი, ლესტერ ტაიგერზი-ბასი, ნორსჰემპთონი-გლოსტერი, სარასენზი-ვორსტერი, ლონდონ აირიში-ვოსფსი
* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში ლიდერობას ისევ გურამ კავთიძისა და ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი" განაგრძობს, რომელმაც მე-8 ტურში შინ დაამარცხა გიორგი ნემსაძის, კახა კობერიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" - 46:6. ნემსაძემ სრულად ითამაშა, კობერიძე 51-ე წუთზე შეცვალეს, სხვა ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
"ლიონს" კვალში უდგას მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დაამარცხა ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი" - 29:15. დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, შარიქაძე 73-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილი მოედანზე 49-ე წუთიდან გამოჩნდა, ყუფარაძე თამაშში ოთხი წუთის შემდეგ ჩაერთო.
"ორიაკი" ახლა ლიონელებს ორი ქულით ჩამორჩება.
26 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონი", რომელმაც შინ ბასკურ დერბიში დაამარცხა "ბიარიცი" - 32:25. ქართველი შერკინების ბურჯი თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო.
ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად "კოლომიესთან" ლაშა ლომიძის "ბეზიემ" - 14:10. ლანგედოკელებმა ამ გამარჯვების შემდეგ 21 ქულა დააგროვეს და საპლეიოფო ზონას მიუახლოვდნენ. ლომიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.
ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბიმ" შინ მოუგო გიორგი ზაქაშვილის "ექსს" - 23:19. თამაშში მონაწილეობა მხოლოდ ამ უკანასკნელმა მიიღო. ის მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა.
საფრანგეთი. I დივიზიონი. VIII ტური
კოლომიე-ბეზიე 10:14, პერპინიანი-მონტობანი 13:20, ალბი-ექსი 23:19, კარკასონი-ბურგუენი 15:13, ლიონი-ტარბი 46:6, ნარბონი-მონ და მარსანი 22:12, ორიაკი-დაქსი 29:15, ბაიონი-ბიარიცი 32:25
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 32 ქულა, 2. ორიაკი - 28, 3. ბაიონი - 26, 4. პერპინიანი - 22, 5. ალბი - 22, 6. ბეზიე - 21, 7. ნარბონი - 18, 8. კოლომიე - 18, 9. მონტობანი - 18, 10. მონ დე მარსანი - 16, 11. დაქსი - 13, 12. ექსი - 13. 13. ტარბი - 13, 14. კარკასონი - 13, 15. ბურგუენი - 12, 16. ბიარიცი - 6.
IX ტური
ბურგუენი-ორიაკი, ბიარიცი-ნარბონი, ექსი-ლიონი, ბეზიე-კარკასონი, კოლომიე-ბაიონი, მონტობანი-ალბი, ტარბი-პერპინიანი, მონ დე მარსანი-დაქსი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"