"ტულონი" მამუკა გორგოძესთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს

AutoSharing Option
საფრაგნეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, TOP 14-ის მე-10 ტურის წინ ქართველი მორაგბეების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ისინი, ძირითადად, "ტულონის" მორკინალებს: მამუკა გორგოძესა და კონსტანტინე მიქაუტაძეს ეხებოდა.

თამაშის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზული "მეტრო რასინგი", რომელიც მომავალი სეზონიდან ახალ, საკუთარ სტადიონზე ითამაშებს, საქართველოს ნაკრების კაპიტნის, მამუკა გორგოძის მიწვევას აპირებს. ფრანგული საინფორმაციო საშუალება ირწმუნებოდა, რომ შეთანხმება მამუკასთან მიღწეულია.

მაგრამ "ტულონის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ეს უარყო. გორგოძეს გუნდთან კონტრაქტი 2017 წლის სეზონის ბოლომდე აქვს და "ტულონი" მის გაწყვეტას არ აპირებს, მსოფლიოს თასიდან მობრუნებული გორგოძე შესანიშნავად
ირჯება და გუნდისთვის დიდი სარგებლობა მოაქვსო.

მამუკამ მართლაც შესანიშნავად ითამაშა და ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ზედიზედ მეორედ შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

"ტულონს" მომავალი სეზონის წინ დატოვებს საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე. ის კარიერას "მონპელიეში" განაგრძობს. კონტრაქტით ჩვენებური სეზონში 300 000 ევროს მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული