სამწუხაროდ, ტრავმის გამო ქართველი შერკინების ბურჯი "მეტრო რასინგის" მიერ გამართულ ბატალიებში მონაწილეობას ვერ იღებს.
წინა კვირის ამბავია, რომ პარიზული კლუბი მის რიგებში "ტულონიდან" მამუკა გორგოძის გადაბირებას ცდილობს. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდიდან გაშვების ალბათობა ტულონელებმა უარყვეს, მაგრამ საბოლოოდ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის და, გამორიცხული არაა, ტრანსფერი მაინც შედგეს.
იქამდე კი, "ტულონმა" შინ
ტრავმა მოიშუშა და ინგლისურ "ექსეტერთან" სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრებისა და "კლერმონის" მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა. "ვულკანები" სტუმრად 14:31 დამარცხდნენ. კოლელიშვილმა მატჩში 23 ბოჭვა გააკეთა.
"ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში სენსაციურად დასრულდა შეხვედრა სოჭში, სადაც დავით კაჭარავას "ენისეიმ" გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივი" დაამარცხა - 10:7. კაჭარავა, რომელმაც სრულად ითამაშა, მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
ფრანგული კლუბის რიგებში ქართველთაგან მხოლოდ შველიძემ იასპარეზა, რომელიც მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა.
ჩემპიონთა თასი
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (49 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) ძირითადში
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
შალვა მამუკაშვილი (გლაზგო) შეცვლაზე (71 წთ)
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) შეცვლაზე (47 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში (51 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (40 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) განაცხადში არ იყო
ჩელენჯ კაპი
დავით კაჭარავა (ენისეი) ძირითადში
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჟღენტი (ბრივი) განაცხადში არ იყო
გოდერძი შველიძე (ბრივი) შეცვლაზე (59 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (პო) შეცვლაზე (54 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (54 წთ)
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) განაცხადში არ იყო
ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი) ძირითადში
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) შეცვლაზე (43 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) განაცხადში არ იყო
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"