ვიქტორ კოლელიშვილი ჩემპიონთა თასის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბეა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების და "კლერმონის" მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი, ფრანგული სარაგბო ვებგვერდ rugby-transfers.com-ის გამოკითხვით, ევროპის ჩემპიონთა თასის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურის გუნდმა სტუმრად ინგლისურ "ექსტერთან" წააგო, მისი თამაში მართლაც გამორჩეული იყო, რაც რამდენიმე მედიასაშუალებამ განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა კიდეც.

კოლელიშვილმა ხმათა 32 პროცენტი დააგროვა. მას ექვსი ერთეულით ჩამორჩა "ტულონის" მესამეხაზელი სტეფონ არმითიჯი, "მეტრო რასინგის" გარემარბ ჯო როკოთოკოს ხმა 16 პროცენტმა მისცა.

საგულისხმოა, რომ გასულ უქმეებზე გამართულ ევროთასების მატჩებში გამოირჩა საქართველოს ნაკრებისა და პარიზული "სტად ფრანსეს" პირველხაზელი ზურაბ ჟვანია,
რომელმაც მეტოეს ძალიან ეფექტური ლელო გაუტანა. ის გავლენიანი სარაგბო ვებგვერდ planetrugby-ს რუბრიკაში, "კვირის მოვლენებში" მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრე ბიჭებო! ითამაშეთ ყოველთვის გულით, თქვენ ყველგან საქართველო ხართ, ერის სახე ხართ. არ ჩაერიოთ თანამდებობებისათვის კულუარულ თამაშებში. ჯიგრები ხართ!
0

სიახლეები პოპულარული