რაგბი. ლეგიონი: ქართულმა გუნდებმა საფრანგეთის მეორე დივიზიონში პოზიცია გაიმყარეს

AutoSharing Option
ფოტოზე: შეტევაში ანტონ ფეიქრიშვილი
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მორიგი, მე-13 ტურის მატჩების შემდეგ გათამაშების სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორის არაფერი შეცვლილა.

ლიდერმა, ზაზა ნავროზაშვილის "ლიონმა" უახლოესი მდევრის, ანტონ ფეიქრიშვილის წაფორხილებით ისარგებლა და სხვაობა კიდევ უფრო, 14 ქულამდე გაზარდა.

ფეიქრიშვილის ბასკურმა გუნდმა, მოულოდნელად, სტუმრად წააგო აუტსაიდერთან, გიორგი ზაქაშვილის "ექსთან" - 15:17.

ფეიქრიშვილმა, რომელმაც 2015 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა, როგორც ჩანს, დანავსული პერიოდი გაიარა. მძიმე ტრავმებისა და ოპერაციის შემდეგ ანტონი ნელ-ნელა ფორმაში შედის და, სავარაუდოდ, მალე ელიტურ პირველ
დივიზიონს დაუბრუნდება.

საგულისხმოა, რომ საპლეიოფო ზონაში მყარად მოიკიდეს ფეხი ქართველ მორაგბეთა გუნდებმა: "ორიაკმა" და "ბეზიემ".

ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, გიორგი შარაშიძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბი" - 15:13.

ლაშა ლომიძის "ბეზიემ" კი უშუალო კონკურენტი, გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანი" ჩამოიცილა გზიდან - 27:22.

PRO D2
ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) შეცვლაზე (56 წთ)
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) შეცვლაზე (60)
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში (57 წთ)
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნემსაძე (ტარბი) შეცვლაზე (57 წთ)
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) განაცხადში არ იყო
კახა კობერიძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) შეცვლაზე (48 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) ძირითადში (46)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (65 წთ)
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) ძირითადში

IX ტური
მონპელიე-ლა როშელი 25:20

XIII ტური
ბეზიე-პერპინიანი 27:22
ექსი-ბაიონი 17:15
ლიონი-კოლომიე 45:7
კარკასონი-მონ დე მარსანი 22:12
მონტობანი-ნარბონი 34:20
ტარბი-ბიარიცი 22:13
დაქსი-ბურგუენი 25:13
ორიაკი-ალბი 15:13

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(ბ)
1. ლიონი 13 12 0 1 452-217 54(6)
2. ბაიონი 13 8 1 4 357-286 40(6)
3. ორიაკი 13 8 0 5 349-289 37(5)
4. ბეზიე 13 8 1 4 359-268 37(3)
5. პერპინიანი 13 6 1 6 286-268 31(5)
6. კოლომიე 13 6 2 5 262-297 30(2)
7. ალბი 13 6 1 6 235-248 29(3)
8. მონტობანი 13 6 0 7 257-292 27(3)
9. ტარბი 13 6 0 7 239-282 27(3)
10. ნარბონი 13 5 0 8 284-274 26(6)
11. მარსანი 13 5 0 8 251-276 25(5)
12. ბურგუენი 13 5 0 8 240-281 25(5)
13. კარკასონი 13 6 0 7 233-350 25(1)
14. ბიარიცი 13 5 0 8 275-261 24(4)
15. დაქსი 13 5 0 8 262-314 22(2)
16. ექსი 13 4 0 9 220-358 17(1)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული