რაგბი. ლეგიონი: შალვა მამუკაშვილის "გლაზგო ვორიორზი" სკოტურ დერბიში დამარცხდა

AutoSharing Option
კელტთა ლიგაში მოასპარეზე შალვა მამუკაშვილის "გლაზგო ვორიორზმა" შინ მიიღო ამავე ლიგაში მოასპარეზე კიდევ ერთი (სულ ორია) შოტლანდიური გუნდი "ედინბურგი" და 11:14 დამარცხდა.

მამუკაშვილი თადარიგში იყო და მოედანზე 68-ე წუთიდან გამოჩნდა.

გლაზგოელები შინ წაგებული შეხვედრის შედეგად საგრძნობლად დაშორდნენ საპლეიოფო ზონას, თუმცა იქ თამაშის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. "გლაზგო" ახლა 27 ქულით მე-8 ადგილზეა.

* * *
ინგლისის ჩემპიონატში ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერმა" შინ წააგო "ჰარლიქვინზთან" - 20:24 და კიდევ უფრო გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა. ბრეგვაძეს არ უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული