
მამუკაშვილმა, რომელსაც 2 ოქტომბერს 30 წელი უსრულდება, "ლესთერ თაიგერსთან" კონტრაქტი წლის დასაწყისში გააფორმა, ბრიტანეთში კი აგვისტოში ჩავიდა და თვითიზოლაციის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
30 სექტემბერს, საქართველოს დროით 20:30 საათზე, "ლესთერი" სტუმრად "ბრისტოლს" ეთამაშება და „შადრე“ სტუმართა მარქაფაშია. 20 მატჩის შემდეგ "ბრისტოლი" 59 ქულით მეხუთე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის, ხოლო "ლესთერი" 28 ქულით მე-11 ადგილზეა.
მამუკაშვილს ინგლისის პრემიერშიფში აქამდეც უთამაშია. 2014/15 წლების სეზონში ის "სეილ
შარქსის" ღირსებას იცავდა, საიდანაც პრო 14-ის შოტლანდიურ კლუბ "გლაზგო უორიორსში" გადავიდა, მერე კი ფრანგული "მონპელიეს", "ტულონისა" და "კარკასონის" შემადგენლობაში ითამაშა.
rugby.ge