ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება უკვე გაინაღდა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა".
ჩემპიონთა თასის მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას ინარჩუნებს ქართველ მორაგბეთა კიდევ სამი გუნდი. ესენია: "კლერმონი", "სტად ფრანსე" და "ტულონი".
დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელიც B ჯგუფში ასპარეზობს, სტუმრად ითამაშა უშუალო კონკურენტთან, უელსურ "ოსფრიზთან" და 13:21 დამარცხდა. ზირაქაშვილი, როგორც ცნობილია, ტრავმირებულია და ის სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
კოლელიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. იქამდე კი,
რაკში თამაშისას "ვულკანების" მეტოქის მეორეხაზელი ალან-ვინ ჯოუნზი თამაშგარეში იდგა. "ვიტომ" ის შებოჭა, რაკის არეალს მოაცილა და წაქცეულმა მეტოქეს ორჯერ მუშტი ჩასცხო. მატჩის არბიტრმა, მიუხედავად იმისა, რომ უელსელმა სთხოვა კოლელიშვილი მოედნიდან არ გაეძევებინა, ჩვენებურს ყვითელი ბარათი მაინც უჩვენა.
იქამდე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. დაცვაში თამაშისას, არბიტრი, ოუენ ბარნსი კოლელიშვილს, ცხადია, გაუცნობიერებლად ხელს უშლიდა. საქართველოს ნაკრების მორაგბემ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მას ხელი ჰკრა.
ბარნსმა თამაში გააჩერა და მასპინძლების სასარგებლოდ საჯარიმო დანიშნა.
"კლერმონი" ამ მარცხის შემდეგ 14 ქულით მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება დაწინაურებულ "ოსფრიზს".
მძიმე ბრძოლა გადახდა ჩემპიონთა თასის ამჟამინდელ მფლობელს მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს". ჩვენებურთა გუნდმა, რომელიც E ჯგუფში ასპარეზობს, შინ ინგლისურ "ვოსფს" უმასპინძლა და მატჩის ბოლო წუთზე დრიუ მიტჩელის ლელოს წყალობით დაამარცხა 15:11.
აღსანიშნავია, რომ გორგოძე მატჩში 72-ე წუთიდან ჩაერთო, როცა ტულონელები 8:11 აგებდნენ. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მასპინძელთა ბოლო, რვაწუთიანი იერიშის წარმატებით დასრულებაში, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მართლაც მსოფლიოს დონის ვარსკვლავია.
ჩემპიონთა თასი
V ტური
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) შეცვლაზე (72 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (49 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) ძირითადში (50 წთ)
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) არ უთამაშია
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ტრავმირებულია
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) ძირითადში (50 წთ) სბ (25 წთ)
შალვა მამუკაშვილი (გლაზგო) შეცვლაზე (61 წთ)
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) არ უთამაშია
A ჯგუფი
ოიონაქსი-ტულუზი 32:14
სარასენზი-ალსტერი 33:17
თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. სარასენზი 5 5 0 0 +136 24(4)
2. ალსტერი 5 3 0 2 +7 13(1)
3. ოიონაქსი 5 1 0 4 -66 7(3)
4. ტულუზი 5 1 0 4 -77 5(1)
B ჯგუფი
ოსფრიზი-კლერმონი 21:13
ბორდო-ექსეტერი 34:27
თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ოსფრიზი 5 3 0 2 +12 16(4)
2. კლერმონი 5 3 0 2 +30 14(2)
3. ექსეტერი 5 2 0 3 -19 11(3)
4. ბორდო 5 2 0 3 -23 11(3)
C ჯგუფი
რასინგი-ჰლანეჰლი 64:14
ნორსჰემპთონი-გლაზგო 19:15
თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. რასინგი 5 4 0 1 +121 22(4)
2. ნორსჰემპთონი 5 3 1 1 -11 14(0)
3. გლაზგო 5 2 0 3 +1 10(2)
4. ჰლანეჰლი 5 0 0 5 -111 2(2)
D ჯგუფი
მანსტერი-სტად ფრანსე 26:13
ლესტერი-ბენეტონი 47:7
თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლესტერი 5 5 0 0 +109 23(3)
2. სტად ფრანსე 5 3 0 2 +53 14(2)
3. მანსტერი 5 2 0 3 -5 10(2)
4. ბენეტონი 5 0 0 5 -157 0(0)
E ჯგუფი
ლენსტერი-ბასი 25:11
ტულონი-ვოსფსი 15:11
თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ტულონი 5 4 0 1 0 16(0)
2. ვოსფსი 5 3 0 2 +73 15(3)
3. ბასი 5 2 0 3 -38 9(1)
4. ლენსტერი 5 1 0 4 -35 6(2).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"