* * *
დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელიც B ჯგუფში ასპარეზობს, სტუმრად ითამაშა უშუალო კონკურენტთან, უელსურ "ოსფრიზთან" და 13:21 დამარცხდა. ზირაქაშვილი, როგორც ცნობილია, ტრავმირებულია და ის სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. კოლელიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. იქამდე კი, პირველი ტაიმის 25-ე წუთზე არბიტრმა ის სინბინში გაუშვა. რაკში თამაშისას "ვულკანების" მეტოქის
იქამდე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. დაცვაში თამაშისას, არბიტრი ოუენ ბარნსი კოლელიშვილს, ცხადია, გაუცნობიერებლად ხელს უშლიდა. საქართველოს ნაკრების მორაგბემ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მას ხელი ჰკრა.
ბარნსმა თამაში გააჩერა და მასპინძლების სასარგებლოდ საჯარიმო დანიშნა.
"კლერმონი" ამ მარცხის შემდეგ 14 ქულით მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება დაწინაურებულ "ოსფრიზს".