ვიქტორ კოლელიშვილმა ჯერ მსაჯი მოიშორა ხელის კვრით, შემდეგ კი მეტოქეს სცემა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბე ვიქტორ კოლელიშვილი ჩემპიონთა თასის V ტურში საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა - ვიტომ "ოსფრიზი"-"კლერმონის" შეხვედრაში ჯერ მსაჯი მოიშორა ხელის კვრით, შემდეგ კი მეტოქეს სცემა...

* * *
დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელიც B ჯგუფში ასპარეზობს, სტუმრად ითამაშა უშუალო კონკურენტთან, უელსურ "ოსფრიზთან" და 13:21 დამარცხდა. ზირაქაშვილი, როგორც ცნობილია, ტრავმირებულია და ის სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. კოლელიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. იქამდე კი, პირველი ტაიმის 25-ე წუთზე არბიტრმა ის სინბინში გაუშვა.

რაკში თამაშისას "ვულკანების" მეტოქის
მეორეხაზელი ალან-ვინ ჯოუნზი თამაშგარეში იდგა. "ვიტომ" ის შებოჭა, რაკის არეალს მოაცილა და წაქცეულმა მეტოქეს ორჯერ მუშტი ჩასცხო. მატჩის არბიტრმა, მიუხედავად იმისა, რომ უელსელმა სთხოვა,  კოლელიშვილი მოედნიდან არ გაეძევებინა, ჩვენებურს ყვითელი ბარათი მაინც უჩვენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იქამდე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. დაცვაში თამაშისას, არბიტრი ოუენ ბარნსი კოლელიშვილს, ცხადია, გაუცნობიერებლად ხელს უშლიდა. საქართველოს ნაკრების მორაგბემ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მას ხელი ჰკრა.

ბარნსმა თამაში გააჩერა და მასპინძლების სასარგებლოდ საჯარიმო დანიშნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"კლერმონი" ამ მარცხის შემდეგ 14 ქულით მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება დაწინაურებულ "ოსფრიზს".
მკითხველის კომენტარები / 8 /
gramatik, სწორი ფორმაა სცემა მას
ქართველი
28 იანვარი 2016 11:56
0
თუ ჟურნალისტი გორელია. მაშინ მეტოქეს შცემა :)
ger
28 იანვარი 2016 11:07
0
იცინეთ და 14 კვირა რო იჯდება ტრიბუნაზე მერე ნახავთ ჯერ ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა 6 თვე ისვენებდა ეხლა 3 თვე დასვამენ სკამზე და მაგას ტამაში თუ არ უნდა თქვას. გორგოძის სემცვლელი ეგ ვერასდროს ვერ გახდება მარტო ფიზკური მონაცემები არაფერს არ ნიშნავს.
me
27 იანვარი 2016 17:45
0
მეტოქეს სცემა თუ მეტოქე სცემა? :)
gramatik
25 იანვარი 2016 17:17
0
საოცარი კაცია :)
რეზო
19 იანვარი 2016 20:37
0
"ar dablokot!"- შენ წოუქციე თუ?!
ZORRO
19 იანვარი 2016 19:02
0
ყოჩარ ბიჭო წაქცეულმა მეტოქეს ორჯერ მუშტი ჩასცხო! ეს რა..ყოფილა
არ დაბოლოკოტ, ....
ar dablokot!
19 იანვარი 2016 18:18
0
ლამაზი არ იყო, მაგრამ ჯიგარია ვიტო.
ბმბ
19 იანვარი 2016 15:43
0

სიახლეები პოპულარული