რაგბი. ლეგიონი: ოთხი ქართული გუნდი ჩემპიონთა თასის პლეი ოფშია

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან ჩილაჩავა
ევროთასების გათამაშებაში ჯგუფური ტურნირი დასრულდა. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი გავიდა.

ესენია: "მეტრო რასინგი", "ტულონი" და "სტად ფრანსე".

დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა" C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. პარიზელებმა ერთადერთი მარცხი ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურში განიცადეს, როცა პირველობა უკვე განაღდებული ჰქონდათ.

"მეტრო რასინგი" სტუმრად დამარცხდა შალვა მამუკაშვილის "გლაზგოსთან" - 5:22. ხინჩეგაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს,
მამუკაშვილი მოედანზე 7 წუთის შემდეგ გამოჩნდა.

"მეტრო რასინგის" მეტოქე მეოთხედფინალში ჩემპიონთა თასის ამჟამინდელი მფლობელი, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" იქნება.

ტულონელებმა სტუმრად მოიპოვეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ინგლისურ "ბასთან" - 19:14, რამაც საშუალება მისცათ, ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლა განეგრძოთ. ჩილაჩავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, ამავდროულად თამაშში გორგოძე ჩაერთო, მიქაუტაძე განაცხადში არ იყო.

მესამე "ქართული გუნდი", რომელიც ჩემპიონთა თასისთვის ბრძოლას განაგრძობს, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსეა". ამ პარიზულმა გუნდმა შინ დაამარცხა D ჯგუფის ლიდერი, ინგლისური "ლესტერ ტაიგერზი" - 36:21 და მეორე ადგილზე გავიდა. "სტად ფრანსე" პლეი ოფში ისე, როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხვდა.

მისი მეტოქე ისევ "ლესტერ ტაიგერზი" იქნება, რომელსაც სტუმრად დაუპირისპირდება.

ჩემპიონთა თასი. VI ტური
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) შეცვლაზე (50 წთ)
მამუკა გორგოძე (ტულონი) შეცვლაზე (50 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (50 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ტრავმირებულია
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) დისკვალიფიცირებულია
შალვა მამუკაშვილი (გლაზგო) ძირითადში (57 წთ)
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) არ უთამაშია.

A ჯგუფი
ტულუზი-სარასენზი 17:28
ალსტერი-ოიონაქსი 56:3

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)

1. სარასენზი 6 6 0 0 +147 28(4)
2. ალსტერი 6 4 0 2 +60 18(2)
3. ოიონაქსი 6 1 0 5 -119 7(3)
4. ტულუზი 6 1 0 5 -88 5(1)

B ჯგუფი
კლერმონი-ბორდო 28:37
ექსეტერი-ოსფრიზი 33:17

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ოსფრიზი 6 3 0 3 -4 16(4)
2. ექსეტერი 6 3 0 3 -3 16(4)
3. ბორდო 6 3 0 3 -14 16(4)
4. კლერმონი 6 3 0 3 +21 15(3)

C ჯგუფი
ჰლანეჰლი-ნორსჰემპთონი 10:22
გლაზგო-რასინგი 22:5

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. რასინგი 6 4 1 1 +104 22(4)
2. ნორსჰემპთონი 6 4 1 1 +1 19(1)
3. გლაზგო 6 3 0 3 +18 14(2)
4. ჰლანეჰლი 6 0 0 6 -123 2(2)

D ჯგუფი
სტად ფრანსე-ლესტერი 36:21
ბენეტონი-მანსტერი 5:28

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლესტერი 6 5 0 1 +94 23(3)
2. სტად ფრანსე 6 4 0 2 +68 19(3)
3. მანსტერი 6 3 0 3 +18 15(3)
4. ბენეტონი 6 0 0 6 -180 0(0)

E ჯგუფი
ბასი-ტულონი 14:19
ვოსფსი-ლენსტერი 51:10

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ტულონი 6 5 0 1 +5 20(0)
2. ვოსფსი 6 4 0 2 +144 20(4)
3. ბასი 6 2 0 4 -43 10(2)
4. ლენსტერი 6 1 0 5 76 6(2)

მეოთხედფინალი
9 აპრილი
სარასენზი-ნორსჰემპთონი, ვოსფსი-ექსეტერი, მეტრო რასინგი-ტულონი, ლესტერ ტაიგერზი-სტად ფრანსე.

* * *
ჩელენჯ კაპის გათამაშებაში მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ერთმა "ქართულმა კლუბმა", მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიემ" გააღწია. ჩვენებურთა ამ გუნდმა ბოლო ტურში შინ დაამარცხა C ჯგუფის ლიდერი, ინგლისური "ჰარლიქვინზი" - 42:9 და მეორე ადგილზე გავიდა.

ნარიშვილმა სრულად ითამაშა, ქუბრიაშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო.

"მონპელიეს" მეტოქე მეოთხედფინალში ინგლისური "სეილ შარქსი" იქნება, რომელსაც სტუმრად დაუპირისპირდება.

ჩელენჯ კაპი. VI ტური
დავით კაჭარავა (ენისეი) ძირითადში
გიორგი ნაცარაშვილი (პო) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) შეცვლაზე (60 წთ)
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) შეცვლაზე (56 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (40 წთ)
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) შეცვლაზე (55 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჟღენტი (ბრივი) განაცხადაში არ იყო
გოდერძი შველიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო.

A ჯგუფი
ნიუკასლი-ბრივი 27:23
ქონოთი-ენისეი 47:5

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)

1. ქონოთი 6 4 0 2 +51 19(3)
2. ნიუკასლი 6 3 0 3 +40 16(4)
3. ბრივი 6 3 0 3 +26 16(4)
4. ენისეი 6 2 0 4 -117 8(0)

B ჯგუფი
სეილ შარქსი-ნიუპორტი 38:5
კასტრი-პო 24:7

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. სეილ შარქსი 6 5 0 1 +76 23(3)
2. ნიუპორტი 6 4 0 2 +34 20(4)
3. კასტრი 6 3 0 3 -12 15(3)
4. პო 6 0 0 6 -98 0(0)

C ჯგუფი
მონპელიე-ჰარლიქვინზი 42:9
კარდიფი-კალვიზანო 74:6

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ჰარლიქვინზი 6 5 0 1 +102 25(5)
2. მონპელიე 6 4 0 2 +105 15(4)
3. კარდიფი 6 3 0 3 +98 17(4)
4. კალვიზანო 6 0 0 6 -305 0(0)

D ჯგუფი
ლა როშელი-ვორსტერი 35:11
ზებრე-გლოსტერი 11:14

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. გლოსტერი 6 6 0 0 +65 25(1)
2. ზებრე 6 3 0 3 +22 13(1)
3. ლა როშელი 6 2 0 4 -27 10(2)
4. ვორსტერი 6 1 0 5 -60 5(1)

E ჯგუფი
აჟენი-ლონდონ აირიში 17:31
გრენობლი-ედინბურგი 34:23

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. გრენობლი 6 5 0 1 +33 22(2)
2. ედინბურგი 6 4 0 2 +22 17(1)
3. ლონდონ აირიში 6 3 0 3 +64 17(1)
4. აჟენი 6 0 0 6 -119 2(0)

მეოთხედფინალი
9 აპრილი
ჰარლიქვინზი-ლონდონ აირიში, გრენობლი-ქონოთი, სეილ შარქსი-მონპელიე, გლოსტერი-ნიუპორტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული