რაგბი. ლეგიონი: დავით ხინჩაგიშვილის გუნდი მიზნისკენ მიიწევს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ისევ ორხელისუფლებიანობაა. ამჯერად სატურნირო ცხრილის სათავეში პარიზული "მეტრო რასინგი" და ფრანგული რაგბის გრანდი "ტულუზი" არიან.

მას შემდეგ, რაც დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" ახალზელანდიელი მგეზავი დენ კარტერი დაემატა, გუნდის თამაში საგრძნობლად გაუმჯობესდა და პარიზელები ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებად გადაიქცნენ.

აღსანიშნავია, რომ "მეტრო რასინგს" "ტულონის" მეპატრონეზე, მურად ბურჯელალზე არანაკლებ მდიდარი პრეზიდენტი, ჟაკ ლორენზეტი ჰყავს. მალე მწყობრში ჩადგება ახალი სტადიონი. ლორენზეტის გეგმაში აქვს, გუნდი კიდევ უფრო გააძლიეროს. იმ მორაგბეთა შორის, რომლებსაც პარიზელები "უმიზნებენ", საქართველოს ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძეცაა.

"მეტრო რასინგმა" მე-14 ტურში შინ მიიღო აუტსაიდერი "ოიონაქსი" და იოლად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე დაამარცხა - 26:3. ხინჩაგიშვილი თადარიგში იყო და თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.

საბოლოოდ დასძლია კრიზისი ვასილ კაკოვინის "ტულუზმა", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით სძლია გიორგი ნაცარაშვილის "პოს" - 54:3. კლუბი მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ დატოვა, რომელიც სათავეში "ლე ბლოს" ჩაუდგა. მიუხედავად ამისა, კაკოვინსა და კომპანიას ისევ პირველობის ამბიციები აქვთ. კაკოვინი "პოსთან" მატჩში მოედანზე 48-ე წუთიდან გამოჩნდა.

ქართველი მორაგბეების, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის არყოფნაში მორიგი მარცხი განიცადა "კლერმონმა". "ვულკანები" შინ ვერას გახდნენ მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიესთან" - 15:19.

"კლერმონი", რომელიც შინ წლების განმავლობაში არ აგებდა ხოლმე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საკუთარ მოედანზე სამჯერ დამარცხდა. ცხადია, გუნდზე ცუდად იმოქმედა შოტლანდიის ნაკრებში ახალზელანდიელი მწვრთნელის, ვერნ კოტერის გადაბარგებამ, მაგრამ ასეთი წარუმატებელი პერიოდი "ვულკანებს" წლებია არ ჰქონია.

ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მეორე ტაიმში, სხვადასხვა დროს შეცვალეს.

TOP 14. XIV ტური
ბრივი-ლა როშელი 28:6
კლერმონი-მონპელიე 15:19
კასტრი-ბორდო 19:9
რასინგი-ოიონაქსი 26:3
აჟენი-გრენობლი 27:33
ტულუზი-პო 54:3
ტულონი-სტად ფრანსე 23:16

ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) შეცვლაზე (64 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (პო) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში (60 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (41 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში (29 წთ)
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (70 წთ)
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) შეცვლაზე (79 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (53 წთ)
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) შეცვლაზე (48 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცლაზე (46 წთ) ლ
გიორგი ჟღენტი (ბრივი) შეცვლაზე (62 წთ)
გოდერძი შველიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ტრავმირებულია
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) დისკვალიფიკაცია

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. რასინგი 13 10 1 2 +45 43(1)
2. ტულუზი 13 9 0 4 +187 43(7)
3. ტულონი 13 8 0 5 +147 40(8)
4. კლერმონი 13 7 1 5 +106 39(9)
5. ბრივი 13 8 0 5 +41 36(4)
6. მონპელიე 13 8 0 5 +14 36(4)
7. ბორდო 13 7 1 5 +22 33(3)
8. კასტრი 13 7 0 6 +21 33(5)
9. გრენობლი 13 7 0 6 -20 28(4)
10. ლა როშელი 13 5 0 8 -37 26(6)
11. სტად ფრანსე 13 5 0 8 -40 22(2)
12. პო 13 4 1 8 -163 20(2)
13. ოიონაქსი 13 3 0 10 -191 14(2)
14. აჟენი 13 2 0 11 -132 10(2)

PRO D2. XVII ტური
ბიარიცი-ბაიონი 13:16
ორიაკი-ბეზიე 24:10
დაქსი-კოლომიე 6:29
ალბი-მონტობანი 10:16
კარკასონი-ექსი 13:3
პერპინიანი-ბურგუენი 25:6
ტარბი-ნარბონი 16:20
ლიონი-მონ დე მარსანი 40:15

ქართველი ლეგიონერები
ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) არ უთამაშია
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) შეცვლაზე (66 წთ)
ლაშა ლომიძე (ბეზიე) განაცხადში არ იყო
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში (66 წთ)
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნემსაძე (ტარბი) ძირითადში
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) ძირითადში (59 წთ)
კახა კობერიძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში (48 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) შეცვლაზე (48 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) განაცხადში არ იყო
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) შეცვლაზე (52 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) შეცვლაზე (60 წთ)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 17 15 0 2 +286 68(8)
2. ბაიონი 17 11 1 5 +71 52(6)
3. ბეზიე 17 11 1 5 +111 50(4)
4. ორიაკი 17 10 0 7 +69 46(6)
5. პერპინიანი 17 9 1 7 +37 44(6)
6. კოლომიე 17 9 2 6 -14 43(3)
7. ალბი 17 9 1 7 +18 41(3)
8. ნარბონი 17 8 0 9 -1 38(6)
9. მონტობანი 17 8 0 9 -48 36(4)
10. მარსანი 17 7 0 10 -59 33(5)
11. კარკასონი 17 7 0 10 -116 32(4)
12. ბურგუენი 17 6 0 11 -62 31(7)
13. ბიარიცი 17 6 0 11 +10 29(5)
16. ტარბი 17 7 0 10 -46 26(6)
14. დაქსი 17 5 0 12 -104 23(3)
15. ექსი 17 5 0 12 -152 22(2)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ავტორს. ასე მოწოდებული სტატისტიკა კარგია. ხედავ ვინ რომელ გუნდებში გვყავს და რამდენს თამაშობენ...
ლევანი
14:18 02-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული