რაგბი. ლეგიონი: კარლენ ასეიშვილის პირველი ლელო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის "ბრივი" პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის. ჩვენებურთა ეს გუნდი მე-14 ტურში გაგი ბაზაძისა და ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელს" შინ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 28:6 დაამარცხა.

ასეიშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ზედ მსოფლიოს თასის გათამაშების წინ მოიკიდა ფეხი, თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო და მატჩის ბოლო წუთზე ლელო მიითვალა. ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში ბრიველთა შემადგენლობაში.

"ბრივმა" ამ გამარჯვების შემდეგ 36 ქულა დააგროვა და ახლა მე-5 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ამ მდიდარი ტრადიციების მქონე გუნდში ახალი სეზონიდან
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული