დავით ქუბრიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატში გამოტოვებული მე-13 ტური გაიმართა, რომელშიც "ტულონისა" და "ბორდოს" გარდა, ყველამ ითამაშა.

ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა", ტრადიციულად, ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი მოხვდა.

ჩვენებურის "მონპელიემ" დიდი ანგარიშით სძლია "მეტრო რასინგს" - 60:7. ქართველი მორკინალი შერკინებაში დომინირებდა.

სიმბოლური ნაკრები
15. უგო ბონაველი (სტად ფრანსე), 14. ტიმოსი ნაგუსა (მონპელიე) 13. იოჰან სადი (აჟენი) 12. რემი ლამერატი (კასტრი), 11. ალივერეტი რაკა (კლერმონი) 10. ნიკ რობინსონი (ოიონაქსი), 9. სამუელ მარკესი (პო) 1. ლუკას პოინტუდი (ბრივი),
2. ბისმარკ დუ პლესი (მონპელიე), 3. დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე), 4. ჟაკ დუ პლესი (მონპელიე), 5. პოლ ვილიამსი (მონპელიე), 6. მაჰამადუ დიაბი (გრენობლი), 7. სილვენ ნიკოლასი (სტად ფრანსე), 8. გილან გალანი (ტულუზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
4 დღის წინანდელ ინფოს დღეს დებთ? და მერე 6 ერი გინდათ?
ოპერატიულობის პიკი - დაძველდა ეგ ინფო, დაძველდა...
სიმართლე
18:08 23-03-2016
0

სიახლეები პოპულარული