რაგბი. ლეგიონი: დავით ქუბრიაშვილის ლელო და გამარჯვება TOP14-ში

AutoSharing Option
30 აპრილს, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის XXII ტურის მატჩები გაიმართა. გატანილი ლელოთი გამოირჩა ჩემპიონობისთვის მებრძოლი "მონპელიეს"ქართველი ლეგიონერი დავით ქუბრიაშვილი.

ქუბრიაშვილისა და მიხეილ ნარიაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე "გრენობლს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 51:10 დაამარცხა. ორივე ქართველმა მორაგბემ თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყო, ქუბრიაშვილმა კი ლელო მე-16 წუთზე დადო.

შინ დამარცხდა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონი", რომელიც ვასილ კაკოვინის "ტულუზს" დანებდა - 10:12. გორგოძე და კაკოვინი სასტარტო თხუთმეტეულში იყვნენ, ჩილაჩავა - თადარიგში.

აუტსაიდერმა, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა"
შინ გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივს" სძლია - 37:19. მასპინძელთა თადარიგში მჭედლიძე და თეთრაშვილი იყვნენ, სტუმართა შორის კი მხოლოდ ასეიშვილმა ითამაშა.

"ბორდოსთან" სტუმრად 25:35 დამარცხდა ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე". ქართველი მორაგბე სათადარიგო იყო.

ტურის მატჩს დღეს ჩაატარებს სატურნირო ცხრილის ლიდერი, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელიც სტუმრად დავით ხინჩაგიშვილის "რასინგს" შეხვდება.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული