რაგბი. ლეგიონი: ვიქტორ კოლელიშვილი მოედანს დაუბრუნდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა, თუმცა პლეი ოფში გამსვლელი ექვსი გუნდიდან ოთხი უკვე ცნობილია. ესენია ქართველ მორაგბეთა გუნდები: "კლერმონი", "ტულონი", "მონპელიე" და "მეტრო რასინგი".

სატურნირო ცხრილს სათავეში დიდი ხანია დამაჯერებლად ლიდერობს დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც 24-ე ტურში შინ დაამარცხა საფრანგეთის ჩემპიონი, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" - 36:10.

დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ პირველად ითამაშა "ვულკანების" შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა ბოლომდე
თამაშის საშუალება მისცა.

ვიქტორ კოლელიშვილი მსაჯზე თავდასხმისთვის დაისაჯა [VIDEO]

ტრავმის მოშუშების შემდეგ მეორედ იასპარეზა დავით ზირაქაშვილმა, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს. ძირითად შემადგენლობაში იყო ჟვანიაც, რომელმაც მოედანი 50-ე წუთზე დატოვა.

"კლერმონს" კვალში ჩაუდგა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონი", რომელმაც სტუმრად იოლად, დიდი ანგარიშით სძლია პირველი დივიზიონიდან უკვე გავარდნილ თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს" - 52:13. ექვსი ქართველიდან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ნატრიაშვილს არ მიუღია.

მძიმე ბრძოლა გადახდა შინ "ბორდოსთან" მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიეს". მასპინძლებმა მეტოქის მედგარი წინააღმდეგობა მაინც დაძლიეს და 19:16 გაიმარჯვეს. ჩვენებურთა ამ გუნდს, "ტულონის" მსგავსად, 77 ქულა დაუგროვდა და ახლა მესამე ადგილზეა.

პლეი ოფში მოსახვედრად ერთი გამარჯვება სჭირდება ვასილ კაკოვინის "ტულუზს", რომელმაც ამჯერად სტუმრად შეძლო "ოიონაქსის" დამარცხება - 25:17. კაკოვინი თამაშში 44-ე წუთიდან ჩაერთო.

პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსი გაუჩნდა კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის "ბრივს", რომელმაც შინ "გრენობლს" მოუგო - 45:24.

დასრულდა რეგულარული გათამაშება ელიტურ, მეორე დივიზიონში. პირველი დივიზიონის ერთი საგზური ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას "ლიონს" ერგო. დარჩენილი ოთხი საგზურისთვის კი ოთხი გუნდი იბრძოლებს.

ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონი" ნახევარფინალში "კოლომიეს" დაუპირისპირდება, მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკის" მეტოქე კი ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი" იქნება.

ამათ შორის გამარჯვებულები ფინალში პირველი დივიზიონის კიდევ ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ.

საფრანგეთის ჩემპიონატი. TOP 14
XXIVტური
აჟენი-ტულონი 13:52
რასინგი-პო 43:13
კასტრი-ლა როშელი 67:20
ოიონაქსი-ტულუზი 17:25
ბრივი-გრენობლი 45:24
მონპელიე-ბორდო 19:16
კლერმონი-სტად ფრანსე 36:10

ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (პო) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (52 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) ძირითადში (64)
ირაკლი ნატრიაშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) შეცვლაზე (52 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (66 წთ)
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) განაცხადში არ იყო
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) შეცვლაზე (28 წთ)
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) ძირითადში (50 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) შეცვლაზე (44 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცვლაზე (52 წთ)
გიორგი ჟღენტი (ბრივი) შეცვლაზე (41 წთ)
გოდერძი შველიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ძირითადში (63 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) ძირითადში
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) შეცვლაზე (50 წთ)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 24 17 1 6 +266 83(13)
2. ტულონი 24 15 0 9 +292 77(17)
3. მონპელიე 24 17 0 7 +154 77(9)
4. რასინგი 24 16 1 7 +61 73(7)
5. ტულუზი 24 14 2 8 +237 70(10)
6. კასტრი 24 13 0 11 +128 63(11)
7. ბორდო 24 13 2 9 +63 62(4)
8. ბრივი 24 12 1 11 -14 57 (7)
9. ლა როშელი 24 11 0 13 -38 54(10)
10. გრენობლი 24 10 0 14 -118 47(7)
11. პო 24 9 1 14 -236 41(3)
12. სტად ფრანსე 24 8 0 16 -69 37(5)
13. ოიონაქსი 24 5 0 19 -409 22(2)
14. აჟენი 24 4 0 20 -317 21(5)

PRO D2
XXX ტური
ექსი-ნარბონი 19:18
ორიაკი-ბიარიცი 24:16
ბაიონი-მარსანი 23:17
ბურგუენი-ტარბი 50:19
კარკასონი-კოლომიე 15:22
ლიონი-ალბი 34:17
მონტობანი-ბეზიე 13:22
დაქსი-პერპინიანი 20:7

ქართველი ლეგიონერები
ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) შეცვლაზე (70 წთ)
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) შეცვლაზე (57 წთ)
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) ძირითადში (60 წთ)
ლაშა ლომიძე (ბეზიე) განაცხადში არ იყო
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) შეცვლაზე (53 წთ)
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნემსაძე (ტარბი) ძირითადში ლ
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) განაცხადში არ იყო
კახა კობერიძე (ტარბი) ძირითადში (17 წთ)
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში გაძ
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) განაცხადში არ იყო
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (50 წთ)
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) შეცვლაზე (63 წთ)
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
შაკო ოდიშარია (ნარბონი) შეცვლაზე (66 წთ)
ასტამურ იოსელიანი (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) შეცვლაზე (59 წთ)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 30 25 0 5 +478 117(17)
2. ბაიონი 30 19 1 10 +56 86(8)
3. ორიაკი 30 18 0 12 +111 81(9)
4. მარსანი 30 17 1 12 -44 78(8)
5. კოლომიე 30 16 3 11 +39 78(8)
6. ბეზიე 30 17 1 13 +83 77(7)
7. პერპინიანი 30 15 1 14 +61 73(11)
8. ბიარიცი 30 14 0 16 +18 64(8)
9. ბურგუენი 30 12 0 18 -47 62(14)
10. ალბი 30 13 2 15 -52 62(6)
11. ნარბონი 30 13 0 17 -51 60(8)
12. მონტობანი 30 12 0 18 -52 58(10)
13. ტარბი 30 13 0 17 -87 53(9)
14. კარკასონი 30 11 0 19 -257 49(5)
15. დაქსი 30 10 1 19 -157 48(6)
16. ექსი 30 10 0 20 -167 46(6)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული