მიხეილ ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო პირველ ნომრად დასახელდა

AutoSharing Option
ფრანგული სარაგბო ვებგვერდის, rugbytransferts.com-ის გამოკითხვით, "მონპელეის" შერკინების ქართველი ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო პირველ ნომრად დასახელდა.

გამოკითხვაში ნარიაშვილს მხარი 22%-მა (1347 ხმა) დაუჭირა და 9 ხმით აჯობა პარიზული "მეტრო რასინგის" ბურჯს, ედი ბენ არუსს.

იმავე ვებგვერდის გამოკითხვაში, საუკეთესო მარჯვენა ბურჯების ხუთეულში მოხვდა "ტულონის" ქართველი პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა, რომელმაც ხმების 17% მოაგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული