მამუკა გორგოძემ "კამპ ნოუზე" ტოპ-14-ის ფინალში ლელო დადო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივნისს საფრანგეთის ტოპ-14-ის ფინალური მატჩი ბარსელონაში, "კამპ ნოუზე" გაიმართა - "მეტრო-რასინგმა" "ტულონს" 29:21 მოუგო და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

ასე რომ, "მეტრო-რასინგის" რიგებში ჩემპიონი გახდა დავით ხინჩეგაშვილი, რომელსაც ფინალში არ უთამაშია. სამაგიეროდ, "ტულონის" სასტარტოში სამი მორაგბე იყო - ლევან ჩილაჩავა (3 ნომერი), კოტე მიქაუტაძე (5) და მამუკა გორგოძე (6).

"მეტრო-რასინგმა" იმარჯვა იმის მიუხედავად, რომ მე-18 წუთიდან 14 კაცით ითამაშა. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ზელანდიელმა დენ კარტერმა, ვინც 5 საჯარიმო გაიტანა.

29-ე წუთზე "ტულონის" ლელო მამუკა გორგოძემ დადო და ანგარიში 14:6
გახადა "ტულონის" სასარგებლოდ, მაგრამ საბოლოოდ მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
რასინგის შერკინებაში ბოლო წუთებზე რო შკაფი გამოვიდა ვინ იყო ხო არ იცით?
0
ატრ მევასება ქოცები მაგრამ ვაგარებ მატ ცვლილს რაბის განვიტარებასჰი... ნუ სახელმციპო არ ცჰაებარებატ სამცუხაროდ..
simartle
01:33 25-06-2016
0

სიახლეები პოპულარული