"მიდი ოლიმპიკმა" მიხეილ ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდა და ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" საუკეთესო მორაგბეების გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო. სანამ სათითაოდ ყველა პოზიციაზე რჩეულები გამოვლინდება, "მიდი ოლიმპიკმა" გასული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია დაასახელა, სადაც შერკინების ბურჯის (N1) პოზიციაზე საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი მოხვდა.

"შარშან ის, ჩვენი ვერსიით, ამ პოზიციაზე მეორე იყო. ამჯერად კი, ვფიქრობთ, საუკეთესოა. წარმოუდგენელი გამძლეობა და შერკინებაში კლდესავით დგომა ნარიაშვილის ყველაზე კარგი თვისებებია. "მონპელიეს" წლევანდელ შედეგიან თამაშში მან უდიდესი წვლილი შეიტანა" - წერს "მიდი ოლიმპიკი".

ამასობაში, მიმდინარე გამოკითხვაში ჯერ
საუკეთესო პირველხაზელებს ავლენენ. ნარიაშვილმა პირველი ნომრის პოზიციაზე ხმათა 19% მიიღო და ამჟამად მეორე ადგილზეა. პირველზე კი 26% პროცენტით კლერმონელი რაფაელ შუმია.

საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს გამოკითხვა N3 პოზიციის საუკეთესოს გამოსავლენად. აქ პირველობას არავის უთმობს "მეტრო რასინგის" ახალზელანდიელი შერკინების ბურჯი ბენ ტამეიფუნა. მან 41% მოაგროვა. "ტულონისა" და საქართველოს ნაკრების პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა კი, 11% -ით მეოთხე ადგილზეა.

15. გაეტან ჯერმაინი (ბრივი), 14. ჯოსუა ტუისოვა (ტულონი), 13. გაელ ფიკუ (ტულუზი), 12. ანრი შავანსი (მეტრო რასინგი), 11. ტიმოსი ნაგუსა (მონპელიე), 10. კოლინ სლედი (პო), 9. მაქსიმ მაშენო (მეტრო რასინგი). 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. ბისმარკ დუ პლესი (მონპელიე), 3. ბენ ტამეიფუნა (მეტრო რასინგი), 4. ჟაკ დუ პლესი (მონპელიე), 5. პაულ ვილემსი (მონპელიე), 6. კამილ ჟერონდო (კლერმონი), 7. სტეფონ არმითიჯი (ტულონი), 8. ალექს ტულუ (კასტრი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული