ლევან ჩილაჩავა "მიდი ოლიმპიკმა" საფრანგეთის ჩემპიონატის II ტურის სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ქართველ მორაგბეთა გუნდმა "ტულონმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამ გუნდის პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა კი ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ "ტულონმა" გასვლით მატჩში "პოს" 22:18 სძლია.

სიმბოლური ნაკრები
15. გაეტან ჟერმაინი (ბრივი), 14. ჯო როკოთოკო (მეტრო რასინგი), 13. კასეი ლაულალა (მეტრო რასინგი), 12. ზაკ ჰოლმსი (ლა როშელი), 11. ნოა ნაკაიტასი (კლერმონი), 10. კამილ ლოპესი (კლერმონი), 9. ანტუან დუპონი (კასტრი). 1. ფლორინ ფრესია (ტულონი), 2. ჯონ ულუგია (კლერმონი), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი), 4. ლოის
ჟაკი (კასტრი), 5. რიჩი გრეი (ტულუზი), 6. ზენო კიფტი (ლა როშელი), 7. საიდ ჰირეში (ბრივი), 8. ჩარლზ ოლივონი (ტულონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ლევან, მიდი მიაწექი... წარმატებები...
ქუთათური
16:47 30-08-2016
0

სიახლეები პოპულარული