ის ამჟამად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის "ბეზიეს" შემადგენლობაში თამაშობს და ახლახან "მონპელიესთან" წინასწარ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ამ შეთანხმების მიხედვით, მომავალი წლის აპრილ-მაისში ლაშა ლომიძე "მონპელიესთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და 2017-18 წლების ჩემპიონატში მის ღირსებას დაიცავს.
საქართველოდან საფრანგეთში ლაშა ლომიძე 2012 წელს გადაბარგდა და სწორედ "მონპელიეში" ირიცხებოდა. იქ მან 2014 წლამდე დაჰყო და სათადარიგო გუნდში თამაშობდა. ამის მერე ლომიძემ "ბეზიეს" მიაშურა. აღსანიშნავია, რომ სეზონის დაწყების წინ "მონპელიემ" "სამედიცინო ჯოკერის" პრინციპით შერკინების ბურჯი
შეგახსენებთ, რომ "მონპელიეს" ღირსებას ამჟამად იცავენ "ბორჯღალოსნები": მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე. მონპელიელებმა საფრანგეთის ჩემპიონატის ორი მატჩიდან ორივე წააგეს, მხოლოდ ერთი საპრემიო ქულა აიღეს და ახლა მე-12 ადგილზე არიან.
* * *
ამასობაში ცუდი ამბებია "ლიონიდან". ამ გუნდის ქართველი შერკინების ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი ისევ დაშავდა. ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ კლუბმა მის ნაცვლად "სამედიცინო ჯოკერის" პრინციპით სამხრეთაფრიკელი შერკინების ბურჯი ბრენდონ ბოთა დაიმატა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"