სათაურში გამოტანილი სიტყვები "ტულონის" მულტიმილიონერმა მფლობელმა მურად ბურჯელალმა "ბრივთან" შინ 21:25 წაგებული მატჩის შემდეგ თქვა. "ვარსკვლავური" გუნდის მეპატრონე აღშფოთებას ვერ ფარავს, რადგან მისმა გუნდმა სამი თამაშიდან ორი წააგო.
"ჩემი მოთმინების ფიალა ივსება. დადგა დრო, სერიოზული ცვლილებები განვახორციელო. ეს არ ნიშნავს, რომ მწვრთნელს გავათავისუფლებ თანამდებობიდან. მე შემიძლია საკუთარი თავი გავათავისუფლო. არადა, რვაწლიანი ჯოჯოხეთური შრომა კვამლივით ქრება. ეს სირცხვილია.
გუნდის თამაშს რომ ვუყურებ, ახლა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. გუნდის მოთამაშეებს 800 სანაკრებო
მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონმა", როგორც უკვე ვთქვით, მიმდინარე გათამაშებაში მეორე მარცხი იწვნია. ტულონელებმა კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივთან" საკუთარ მოედანზე წააგეს. შედეგად, ბრიველები სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ. "ტულონი" კი ექვსი ქულით მე-9 ადგილზეა.
ცხადია, ბურჯელალი გუნდის თამაშის შეფასებისას უტრირებს. თუმცა, გუნდის თამაში რომ მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს, ფაქტია. ამაში ბრალი მურადსაც მიუძღვის, რომელმაც გუნდს მწვრთნელი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოუძებნა. უმწვრთნელოდ კი, რაც არ უნდა ვარსკვლავებით დახუნძლული იყოს, დალაგებულად თამაში შეუძლებელია.
გორგოძე ამ შეხვედრაში 41-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა მოედანზე 6 წუთის შემდეგ გამოჩნდა, ასეიშვილი შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა, სხვა ქართველები განაცხადში არ იყვნენ.
"ბრივის" მსგავსად, 10 ქულა აქვს ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელს", რომელმაც ასევე მოულოდნელად სტუმრად დაამარცხა "სახლის გუნდად" მიჩნეული "კასტრი" - 26:18. ყაულაშვილს არ უთამაშია.
მესამე ტური, ზოგადად, უცნაური გამოდგა. ასე მაგალითად, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", პირველი ტურის მსგავსად, ამჯერად ფრედ, იმავე ანგარიშით - 30:30 ითამაშა სტუმრად ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსესთან".
მასპინძლები 26-ე წუთისთვის 20:6 იგებდნენ და ძნელი წარმოსადგენი იყო, თამაშის გადარჩენას თუ შეძლებდნენ. არადა, მატჩის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე "ვულკანები" 30:23 იგებდნენ.
ზირაქაშვილი თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, რვა წუთის შემდეგ მოედანზე მელიქიძეც გამოჩნდა, ჟვანია და კოლელიშვილი განაცხადში არ იყვნენ.
მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილისა და კონსტანტინე მიქაუტაძის "მონპელიემ". ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად აჯობა "ბორდოს" - 32:15. აღსანიშნავია, რომ მონპელიელთა შემადგენლობა საგრძნობლად გადახალისებული იყო.
ქუბრიაშვილს და მიქაუტაძეს არ უთამაშიათ, გაგი ბაზაძე თადარიგში იყო და მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა.
დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონმა" სტუმრად წააგო "პოსთან" - 9:25. ეს ბასკური გუნდის პირველი მარცხი იყო მიმდინარე გათამაშებაში. ხინჩაგიშვილი თამაშში მე-15 წუთიდან ჩაერთო.
TOP 14
III ტური
სტად ფრანსე-კლერმონი 30:30
კასტრი-ლა როშელი 18:26
ლიონი-გრენობლი 32:13
პო-ბაიონი 25:9
ტულონი-ბრივი 21:25
ბორდო-მონპელიე 15:32
რასინგი-ტულუზი 28:14
ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) შეცვლაზე (15 წთ)
მამუკა გორგოძე (ტულონი) შეცვლაზე (41 წთ) სინ
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (41 წთ)
ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) განაცხადში არ იყო
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) განაცხადში არ იყო
გაგი ბაზაძე (მონპელიე) შეცვლაზე (62 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) შეცვლაზე (60 წთ)
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) განაცხადში არ იყო
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) განაცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცვლაზე (54 წთ)
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) შეცვლაზე (52 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხადში არ იყო.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ბრივი 3 2 1 0 68-56 10(0)
2. ლა როშელი 3 2 1 0 78-67 10(0)
3. რასინგი 3 2 0 1 66-45 9(1)
4. კლერმონი 3 1 2 0 86-82 8(0)
5. ტულუზი 3 2 0 1 56:57 8(0)
6. სტად ფრანსე 3 1 1 1 104-78 7(1)
7. ლიონი 3 1 1 1 63-57 7(1)
8. კასტრი 3 1 1 1 58-49 6(0)
9. ტულონი 3 1 0 2 66-71 6(2)
10. პო 3 1 1 1 54-59 6(0)
11. ბაიონი 3 1 1 1 49-60 6(0)
12. მონპელიე 3 1 0 2 66-61 5(1)
13 ბორდო 3 1 0 2 47-63 5(1)
14. გრენობლი 3 0 0 3 52-100 1(1).
მეორე დივიზიონში ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველი სამი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ. ესენია: "ბეზიე", "ორიაკი" და "ოიონაქსი".
ლაშა ლომიძის "ბეზიემ" ორი თამაშიდან ორივე მოიგო. "ლანგედოკელებმა" ამჯერად შინ დაამარცხეს გიორგი ვეფხვაძისა და ირაკლი მირცხულავას "ოიონაქსი" - 34:28. მასპინძლებმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც 24:9 მოიგეს.
ოიონაქსელები, მართალია, შესვენების შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდნენ, მაგრამ ამაოდ. ლომიძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ვეფხვაძე განაცხადში არ იყო.
ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის "ორიაკმა" შინ დაამარცხა "პერპინიანი" - 42:13. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ ორიაკელებს სერიოზული სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ. ეს გუნდი წლეულს აუცილებლად შეეცდება პირველ დივიზიონში გადასვლას, თუმცა ამის შანსი შარშანაც ჰქონდა.
დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ხატიაშვილი 53-ე წუთზე შეცვალეს, შარიქაძე ტრავმირებულია.
მეორე დივიზიონში პირველი გამარჯვება იზეიმა შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემმა", რომელმაც შინ ასევე დივიზიონის დებიუტანტ ვახტანგ მაისურაძის "ვანს" მოუგო - 23:22.
სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, მაისურაძე თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, თავბერიძეს არ უთამაშია.
ბექა გორგაძის "მონ დე მარსანმა" შინ დაამარცხა ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი" - 33:29. თამაში დაძაბული გამოდგა. არბიტრმა ერთი მორაგბე წითელი ბარათით გააძევა, ორი კი სინბინში გაუშვა.
გორგაძემ სრულად ითამაშა, ყუფარაძე 62-ე წუთზე შეცვალეს.
PRO D2
II ტური
ორიაკი-პერპინიანი 42:13
ანგულემი-ვანი 23:22
ბეზიე-ოიონაქსი 34:28
კოლომიე-კარკასონი 24:3
მონტობანი-ბიარიცი 22:11
ნარბონი-ბურგუენი 29:27
მონ დე მარსანი-დაქსი 33:29
აჟენი-ალბი 36:20.
ქართველი ლეგიონერები
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) არ უთამაშია
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) ძირითადში (41 წთ)
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში
ლაშა თავბერიძე (ანგულემი) განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) შეცვლაზე (52 წთ)
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) შეცვლაზე (53 წთ)
ბექა შეყლაშვილი (ალბი) განაცხადში არ იყო
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) ძირითადში (62 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) ძირითადში
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) განაცხადში არ იყო
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) შეცვლაზე (64 წთ)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში
ვახტან მაისურაძე (ვანი) შეცვლაზე (41 წთ).
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ბეზიე 2 2 0 0 68-39 9(1)
2. ორიაკი 2 1 0 1 61-33 6(2)
3. ოიონაქსი 2 1 0 1 64-44 5(1)
4. კოლომიე 2 1 0 1 42-22 5(1)
5. მონტობანი 2 1 0 1 42-34 5(1)
6. ვანი 2 1 0 1 45-43 5(1)
7. მარსანი 2 1 0 1 49-48 5(1)
8. ბურგუენი 2 1 0 1 46-47 5(1)
9. დაქსი 2 1 0 1 49-52 5(1)
10. ბიარიცი 2 1 0 1 36-28 4(0)
11. აჟენი 2 1 0 1 47-54 4(0)
12. ნარბონი 2 1 0 1 35-52 4(0)
13. ანგულემი 2 1 0 1 33-58 4(0)
14. პერპინიანი 2 1 0 1 32-58 4(0)
15. ალბი 2 0 1 1 43-59 2 (0)
16. კარკასონი 2 0 1 1 26-47 2(0).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"