ლეგიონი გუშინ: ტოპ 14-ში ვასილ ლობჟანიძის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
12 სექტემბერს საფრანგეთის ტოპ 14-ის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა.

დებიუტი ჰქონდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრ ვასილ ლობჟანიძეს, რომელსაც სადებიუტო შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა 10 წუთი ანდო. ლობჟანიძის "ბრივი" "გრენობლს" ესტუმრა და ანგარიშით 36:23 დამარცხდა. ქართველი მორაგბე მოედანზე 70-ე წუთზე შემოვიდა.

"ბრივის" შემადგენლობაში ითამაშა კარლენ ასეიშვილმა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე ლელო მიითვალა.

4 ტურის შემდეგ "ბრივი" 10 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული