დებიუტი ჰქონდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრ ვასილ ლობჟანიძეს, რომელსაც სადებიუტო შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა 10 წუთი ანდო. ლობჟანიძის "ბრივი" "გრენობლს" ესტუმრა და ანგარიშით 36:23 დამარცხდა. ქართველი მორაგბე მოედანზე 70-ე წუთზე შემოვიდა.
"ბრივის" შემადგენლობაში ითამაშა კარლენ ასეიშვილმა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე ლელო მიითვალა.
4 ტურის შემდეგ "ბრივი" 10 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსეა.